ნიუ-იორკის ეკლესიაში მრევლმა მოზარდი აღსარებაზე უარის თქმის გამო მოკლა

საქართველო, თბილისი - 10:36 | 15.10.2015
ნანახია: 2125

ამერიკის ერთ-ერთ ეკლესიაში მრევლი მოზარდებს სასტიკად გაუსწორდა. Associated Press-ის ინფორმაციით, მათ აღსარებას აიძულებდნენ.

ინციდენტი ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ნიუ ჰართფორდში მოხდა. ძალადობის მსხვერპლნი ძმები 19 წლის ლუკასი და 17 წლის ქრისტოფერი აღმოჩნდნენ.

სამართალდამცავთა თქმით, მოზარდებს რამდენიმე საათის განმავლობაში სცემდნენ და მათგან ცოდვების აღიარებას მოითხოვდნენ.

მოზარდებმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს. მათ ფიზიკურად ეკლესიის მრევლის ოთხი წარმომადგენელი, მოზარდების მშობლები და და მათი უფროსი და გაუსწორდა. პოლიციამ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ინცდიდენტიდან ერთი დღის შემდეგ ნათესავებმა 19 წლის ლუკასი საავადმყოფოში წაიყვანეს. მოზარდი მიღებული ტრამვებისგან გარდაიცვალა.

მოზარდების მშობლები მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, დანარჩენები კი -მათ შორის მოკლულის უფროსი და, ფიზიკური ძალადობის ბრალდებით.

ეჭვმიტანილები თავს დამნაშავეებად არ აღიარებენ. მათ შვიდი შვილი ჰყავთ. მომხდარის შემდეგ ოთხი მათგანი მზურნველობისა და მეურვეობის ცენტრს გადასცეს.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე