აშშ-მა და რუსეთმა სირიაში ფრენების უსაფრთხოების მემორანდუმს, შესაძლოა ხელი უახლოეს ხანებში მოაწერონ

საქართველო, თბილისი - 10:17 | 15.10.2015
ნანახია: 1968

ამერიკელი და რუსი სამხედროები მალე ხელს მოაწერენ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც სირიის საჰაერო სივრცეში ფრენის უსაფრთხოების საბაზო პროცედურების უზრუნველყოფას განსაზღვრავს. ამის შესახებ ”ბი-ბი-სის” ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა.

მისი თქმით, დარჩენილია ტექნიკური საკითხების შეთანხმება და არ არის გამორიცხული, რომ დოკუმენტს ხელი უახლოეს ხანებში მოეწეროს.

როგორც ცნობილია, ოთხშაბათს პენტაგონმა და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გამართა, სადაც საუბარი იყო მოქმედებების კოორდინირებაზე სირიაში გაუთვალისწინებელი ინციდნეტების თავიდან ასაცილებლად.

პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოლაპარაკებების დროს ”განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სპეციფიკური პროცედურების პრაქტიკულ რეალიზაციას”.

რამდენიმე დღის წინ ამერიკული და რუსული სამხედრო თვირმფრინავები ერთმანეთისგან ვიზუალაური იდენტიფიკაციის დაშორებით აღმოჩნდნენ. ბაღდადში აშშ-ის არმიის წარმომადგენელმა პოლკოვნიკმა სტივ უორენმა განაცხადა, რომ რუსული თვითმფრინავები მუდმივად უშლიან ხელს საჰაერო პატრულირებას, როდესაც ამერიკულ უპილოტო თვითმფრინავებს უახლოვდებიან.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე