დავით უსუფაშვილი ერთანი ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეს, ჩჟან დეძიანგს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 17:13 | 14.10.2015
ნანახია: 1850

პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილ ერთანი ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეს, ჩჟან დეძიანგს შეხვდა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფი პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ერთიანი ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის მუდმივმოქმედი კომიტეტის (პარლამენტის) თავმჯდომარეს, ჩჟან დეძიანგს შეხვდა.

ჩინეთის პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ჩინეთსა და საქართველოს საუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს, ხოლო მას შემდეგ, რაც 23 წლის წინ, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა, თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდა. მისი განცხადებით, ახალი პროექტი - „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს იძლევა. „ამ წამოწყებას ბევრი ქვეყანა გამოეხმაურა და მათ შორის საქართველოც. ფორუმი, რომელიც ამ დღეებში საქართველოში გაიმართება, უკეთესი მიღწევების საწინდარი იქნება. თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო, საქართველო შეიძლება გახდეს აბ რეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის პროექტების ჰაბი“, - აღნიშნა ჩჟან დეძიანგმა.

ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა ჩინეთში გატარებულ რეფორმებზე, რის შედეგადაც, მისი შეფასებით, ჩინეთი დღეს, მსოფლიოში ეკონომიკური მაჩვენებლებით მეორე ადგილზეა.

ჩჟან დეძიანგმა განაცხადა, რომ ჩინეთი აღიარებს და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტირიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მისი თქმით, ჩინეთის მიზანია მჭიდრო ეკონომიკური და საქმიანი კავშირების დამყარება. მან ქართული მხარისთვის, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა.

ჩინეთის პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელია შესაბამისი კანონმდებლობის არსებობა, ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და საშეღავათო პირობების დაწესება. „თქვენი განსაკუთრებული მდებარეობა თქვენი უპირატესობაა“, - განაცხადა ჩჟან დეძიანგმა.

ჩინეთის პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, იგი მოხარული იქნება, თუ გააქტიურდებასაკანონმდებლო დონეზე თანამშრომლობა და კანონშემოქმედებით დონეზე გამოცდილების გაზიარება.

ჩჟან დეძიანგმა აღნიშნა, რომ თუ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ხელი მოეწერება, რაზეც მოლაპარაკება ახლა მიმდინარეობს, ეს გააადვილებს საქართველოს და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობებს და ქართული პროდუქცია მარტივად მოხვდება ჩინურ ბაზარზე.

ჩინეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ხალხთა შორის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზეც.

მან მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარეს, ივნისში საქართველოში ვიზიტით მყოფი ერთიანი ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის (პარლამენტის) მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ჩენგ ჩანგჭის გულთბილი მიღებისთვის. ჩინეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დღეს, პეკინში მიმდინარე აზიური პოლიტიკური პარტიების აბრეშუმის გზის თემატურ კონფერენციაზე მნიშვნელოვანი გამოსვლა ჰქონდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა თავის ჩინელ კოლეგას მასპინძლობისთვის და ორ ქვეყნას შორის არსებულ ურთიერთობებზე და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. „დიდი პატივია ჩვენთვის თქვენთან სტუმრობა და დიდი მადლობა გულთბილი მიღებისთვის. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ინტენსიური გახდა და მე განსაკუთრებით მიხარია გააქტიურება საპარლამენტო კუთხით. მოხარული ვართ, რომ თქვენი მოადგილე გვესტუმრა საქართველოში. ჩვენ მზად ვართ გავხდეთ მონაწილე ახალი კონკრეტული პროექტებისა, რაც ჩვენი ქვეყნებისთვის სასარგებლო იქნება. აბრეშუმის გზის პროექტის მნიშვნელობაზე, დღეს კონფერენციაზე ვისაუბრე. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ საკმაოდ მომგებიანი ადგილმდებარეობით. ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ დამაკავშირებელი ხიდი ევროპასა და აზიას შორის“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მან მადლობა გადაუხადა ჩინურ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისთვის. დავით უსუფაშვილმა ისაუბრა საქართველოსა და რუსეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული აქვს და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილია. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცახადა, რომ „პრობლემების მიუხედავად, საქართველო ევროპისკენ სვლას განაგრძობს.“

დავით უსუფაშვილმა შეხდრაზე ხაზი გაუსვა ქართული მხარის ჩინეთთან ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურების სურვილს. „ჩვენ ჩინელ ბიზნესმენებს ბევრ შესაძლებლობებს ვთავაზობთ, რისი დასტურიც თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის“ ფორუმია. ყველა პოლიტიკური პარტია მომხრეა ჩინეთთან გაღრმავებული ურთიერთიბების”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისი თქმით, საქართველო აუცილებლად გაითვალისწინებს ჩინეთის გამოცდილებას.

,,დღეს თქვენგან ბევრი ღირებული რჩევა მოვისმინეთ და დიდი მადლობა ამისათვის. იმ აუცილებელი ჩამონათვალიდან, რაც მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოსაზიდად, ნაწილი შესრულებული გვაქვს და ნაწილზე ვმუშაობთ. იმედი მაქვს, რომ ჩვენ შორის თანამშრომლობას დიდი პერსპექტივა აქვს”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

დავით უსუფაშვილი გამოვიდა ინიციატივით, მოხერხდეს ისეთი კონფრენციის ორგანიზება, რომელზეც მოწვეულნი იქნებიან აბრეშუმის გზის პროექტით დანიტერესებული ქვეყნების პარლამენტარები და საკუთარი კანონმდებლობების დონეზე მოახდნენ გამოცდილების გაზიარებას და კონკრეტული ნაბიჯების დაგეგმვას. მისივე თქმით, კონფერენციაზე საბანკო სფეროს მოწვევაც შეიძლება.

„მოხარული ვართ, რომ კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამები წარმატებით მიმდინარეობს. საქართველოში ჩინურის სწავლის მსურველები რიცხვი გაიზარდა. მსოფლიო უკვე მადლიერი უნდა იყოს ჩვენით - საქართველომ ღვინო მისცა და თქვენ ჩაი. დიდი სიამოვნებით მოგიწვევთ საქართველოში და გიმასპინძლებთ თქვენთვის მისაღებ დროს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ჩინელ კოლეგასთან შეხვედრამდე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი აზიური პოლიტიკური პარტიების აბრეშუმის გზის თემატურ კონფერენციას დაესწრო და მონაწილეეებს სიტყვით მიმართა. ამასთან, 15 ოქტომბერს, სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი, სი ცზეპინი ერთობლივ შეხვედრას გამართავს კონფერენციაში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებთან, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია, აგრეთვე, ტელესაკომუნიკაციო კორპორაციის „ზე-ტე-ი”-ს (ინგლ. ZTE) დათვალიერება. დავით უსუფაშვილი მონაწილეობას მიიღებს, ასევე, კონფერენციის თემატური დახურვის ცერემონიაში და ინტერვიუს მისცემს მასმედიის წარმომადგენლებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე