ირაკლი ალასანია: ზალკალიანმა პარტიის დატოვების გადაწყვეტილება 6 თვის წინ მიიღო

საქართველო, თბილისი - 13:38 | 14.10.2015
ნანახია: 1689

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი პარტიიდან დავით ზალკალიანის წასვლას ეხმაურება. ირაკლი ალასანია ამბობს, რომ არასამთავრობო სექტორში საქმიანობა არ უნდა იყოს აღრეული პოლიტიკურ საქმიანობასთან და მისი თქმით, ზალკალიანმა ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 6 თვის წინ მიიღო.

"ეს არ არის დღევანდელი ამბავი. დავით ზალკალიანი არის ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, რომელმაც შექმნა "თავისუფალი დემოკრატები". 6 თვით ადრე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მას გაეგრძელებინა მუშაობა ლევან მიქელაძის სახელობის ფონდში, რომელსაც მანამდე ლევან დოლიძე ხელმძღვანელობდა. არასამთავრობო სექტორში საქმიანობა, ბუნებრივია, არ უნდა იყოს აღრეული პოლიტიკურ საქმიანობასთან. ეს არის და ეს და ამ საკითხთან დაკავშირებით თითიდან გამოწოვილი ინსინუაციებს აქვს ადგილი ივანიშვილის მხრიდან. ამას ნუ მიაქცევთ ყურადღებას. ისე როგორც არასდროს, "თავისუფალი დემოკრატები" არის ერთიანი, ჩვენ ვძლიერდებით და გუშინ ახალი წევრიც შემოგვემატა, რაც გაგრძელდება", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.


დასმულ კითხვაზე, პარტიის დატოვებას ზურაბ აბაშიძე და ვიქტორ დოლიძეც აპირებენ, ალასანიამ ხუმრობით უპასუხა.

დავით ზალკალიანი ადასტურებს, რომ პარტია "თავისუფალი დემოკრატების" რიგები არასამთავრობო სექტორში საქმიანობის გაგრძელების გამოდატოვა.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე