რუსეთში 35 ტონა ქართული ყურძნი არ შეუშვეს

საქართველო, თბილისი - 15:35 | 12.10.2015
ნანახია: 2044

 

რუსეთის “როსსელხოზნადზორის” ნიჟნი ნოვგოროდის მხარის სამმართველომ რეგიონის ტერიტორიაზე საქართველოდან 35 ტონა ყურძნის შეტანა აკრძალა. როგორც უწყება იტყობინება, საქართველოდან ჩატანილი ყურძნის შემოწმებისას გამოვლენილი იქნა კანონმდებლობის მოთხოვნის დარღვევა. კონკრეტულად კი დაირღვა კარანტინის წესები.

ყუთებზე, რომელშიც მოთავსებული იყო პროდუქცია, არ იყო მარკირება, ან მარკირებული იყო სხვადასხვა სახის ეტიკეტებით, რომლებიც წარმოშობის ქვეყანაზე განსხვავებულ ინფორმაციას შეიცავდა.

ფიტოსანიტარულ სერთიფიკატში კი იყო შეუვსებელი ველები.

უწყების ინფორმაციით, დარღვევების ერთობლიობამ შეუძლებელი გახადა პროდუქციის მონაცემების დადგენა, რაც მითითებული იყო ფიტოსანიტარულ სერთიფიკატში და საქონლის თანმხლებ სხვა დოკუმენტებში.

სატრანსპორტო საშუალების და პროდუქციის დათვალიერების, დოკუმენტალური შემოწმების შედეგად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ყურძნის აღნიშნული პარტიის შეტანის აკრძალვის შესახებ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე