უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს

საქართველო, თბილისი - 16:26 | 05.06.2026
ნანახია: 36

უნგრეთი საქართველოს და კიდევ ორი ქვეყნის მოქალაქეებისთვის  სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს - გადაწყვეტილება პარასკევიდან შევა ძალაში.

ამის შესახებ Reuters იუწყება.

უნგრეთის მთავრობის განცხადებით, შეჩერება ეხება შრომითი მიზნებით გაცემულ ბინადრობისა და სამუშაო ნებართვებს, რომლებიც უცხოელი მუშახელის მიღების პროგრამის ფარგლებში გაიცემოდა.

ოფიციალური ბუდაპეშტის განმარტებით, ეს ნაბიჯი უკავშირდება შრომითი იმიგრაციის წესების გამკაცრებას და ქვეყნის შრომის ბაზრის დაცვას.

გადაწყვეტილების მიხედვით, შეზღუდვა შეეხება საქართველოს, ასევე კიდევ ორი სახელმწიფოს - სომხეთისა და ფილიპინების მოქალაქეებს, თუმცა დეტალური სია და კონკრეტული გამონაკლისები ოფიციალურად უნდა დაზუსტდეს.

Reuters-ის ცნობით, ცვლილება მიზნად ისახავს უცხოელი მუშახელის ნაკადის შემცირებას იმ სექტორებში, სადაც უნგრეთი ადგილობრივი დასაქმების მხარდაჭერას აძლიერებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე