ნანუკა ჟორჟოლიანს 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

საქართველო, თბილისი - 14:40 | 19.05.2026
ნანახია: 98

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ტელეწამყვანსა და „ნანუკას ფონდის” დამფუძნებელს, ნანუკა ჟორჟოლიანს 3- დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ნანუკა ჟორჟოლიანი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჟორჟოლიანს 2025 წლის დეკემბრის თვეში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას ედავებოდა, რაც ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილების ხელოვნურ შეფერხებას გულისხმობს, რომელიც 2-დან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე