1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
საქართველო, თბილისი - 13:01 | 08.06.2026 ნანახია: 1838
„თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს უპრეცედენტო შეთავაზება მოუმზადა - ამერიკული პრემიუმ ბრენდის „ენერჯაიზერის“ აკუმულატორის შეძენა ბაზარზე არსებული საუკეთესო პირობით არის შესაძლებელი. შეთავაზების იდეა შემდეგია: მომხმარებელი, რომელიც „თეგეტა მოტორსში“ „ენერჯაიზერის“ ახალ აკუმულატორს შეიძენს, ძველს კი ჩააბარებს, დამატებით ფასდაკლებას მიიღებს - ჩაბარებული აკუმულატორის თითოეულ აპმერზე 2 ლარს. სწორედ აქედან მომდინარეობს კამპანიის ლაკონიური და დასამახსოვრებელი მესიჯიც - „1 ამპერი = 2 ლარი“, რაც პროდუქტის საბოლოო ღირებულებას მნიშვნელოვნად ამცირებს. მაგალითად, 60-ამპერიანი აკუმულატორის ჩაბარება 120 ლარის ფასდაკლებას ნიშნავს, ხოლო 100 ამპერიანის - 200 ლარის. შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა:
- ჩააბაროთ ძველი აკუმულატორი
- შეიძინოთ „ენერჯაიზერის“ ახალი აკუმულატორი, რომლის ამპერაჟი ძველის ტოლი ან მასზე მეტია
მარიამ ჩხეიძე, „თეგეტა მოტორსის“ აკუმულატორების მიმართულების პროდუქტის უფროსი ოფიცერი: „ეს არის შეთავაზება, რომელსაც დღეს ქართულ ბაზარზე ანალოგი არ აქვს. „1 ამპერი = 2 ლარი“ - ასეთი პირობით ძველი აკუმულატორის ჩაბარების შესაძლებლობას მომხმარებელი ვერსად მიიღებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა „თეგეტა მოტორსში“ არა მხოლოდ უმაღლესი ხარისხის პროდუქტი მიიღოს, არამედ რეალური, ხელშესახები ფინანსური სარგებელიც. „ენერჯაიზერი“ ამერიკული პრემიუმ ბრენდია, რომელიც წლების განმავლობაში საიმედოობითა და გამძლეობით გამოირჩევა. ამიტომაც სწორედ ამ პროდუქტზე ვთავაზობთ ბაზარს უკონკურენტო პირობას. აღნიშნული პირობებიდან გამომდინარე, ეს საუკეთესო დროა მომხმარებლისთვის ახალი აკუმულატორის შესაძენად“.
შეთავაზებით მიღებული სარგებელი „ენერჯაიზერის“ ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოდელის მაგალითზე ასე გამოიყურება: ENERGIZER EP74L3 74 Ah R+ მოდელის საცალო ფასი „თეგეტა მოტორსში“ 399 ლარია, ხოლო ანალოგიური ამპერაჟის ძველი აკუმულატორის ჩაბარების შემთხვევაში მისი ღირებულება 251 ლარამდე მცირდება. შესაბამისად, ერთ შენაძენზე მომხმარებელი 148 ლარს ზოგავს.
მომხმარებლისთვის ფინანსური სარგებლის გარდა, „თეგეტა მოტორსის“ შეთავაზება ეკოლოგიურ სარგებელსაც მოიცავს. ძველი აკუმულატორი საფრთხის შემცველი ნარჩენია, რომელიც სათანადო უტილიზაციის გარეშე გარემოს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. „თეგეტა“ წლების განმავლობაში უზრუნველყოფს ძველი აკუმულატორებისა და საბურავების სტანდარტების შესაბამის უტილიზაციას, ხოლო მიმდინარე შეთავაზება მომხმარებლებს დამატებით სტიმულს აძლევს, გარემოზე ნეგატიური გავლენის ნაცვლად ძველი აკუმულატორი პროფესიულ სერვისცენტრში ჩააბარონ.
შეთავაზება „1 ამპერი = 2 ლარი“ შეზღუდული ვადით, მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს და მისით სარგებლობა „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში 1 ივნისიდან არის შესაძლებელი.
--
„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Ate და სხვა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















