ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი

საქართველო, თბილისი - 17:22 | 05.06.2026
ნანახია: 26

ჩვენთვის მთავარია, რომ მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზეც და ამ ინტერესზე - რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მათთვის მორალი არ მოქმედებს და სიკეთესაც კი ზიზღით აკეთებენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით,  არის რადიკალების ჯგუფი, რომელსაც შეუძლია, ყველაფერი მათი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოიყენოს.

„ჩვენთვის მთავარია, რომ მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზეც და ამ ინტერესზე. რაც შეეხება სხვა ჯგუფებს - ყველამ ვიცით, რომ გვყავს რადიკალების ჯგუფი, რომლისთვისაც თემას მნიშვნელობა არ აქვს, შეუძლიათ, ყველაფერი მათი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოიყენონ. მორალი მათთვის არ მოქმედებს. ისინი სიკეთესაც კი ზიზღით აკეთებენ. ასე რომ, აქ არაფერი გასაკვირი და სიურპრიზი ჩვენთვის არ არის. ჩვენთვის მთავარია, საქართველოს მოსახლეობამ, მშობლებმა და მათმა შვილებმა იცოდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლების მთავარი ამოცანა არის რომ ის ზრუნვით იყოს განწყობილი საკუთარი მოსახლეობის მიმართ და ყველაფერი გააკეთოს, რაც შესაძლებელია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე