ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია

საქართველო, თბილისი - 23:55 | 30.05.2026
ნანახია: 115

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი „არსენალთან“ „პარი სენ-ჟერმენმა“ პენალტების სერიით მოიგო. (1:1 ძირითადი დრო, პენალტები 4:3)

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართული ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის გადამწყვეტი მატჩში ლონდონელების სწრაფი კონტრშეტევა მე-6 წუთზე კაი ჰავერცმა დააგვირგვინა და „არსენალი“ წინ გაიყვანა.

ამის შემდეგ უპირატესობა ფრანგებმა მოიპოვეს, მაგრამ მიზანს მეორე ტაიმში მიაღწიეს, რაშიც მთავარი როლი კვარაცხელიამ ითამაშა – ქართველი ფეხბურთელი საჯარიმოში წააქციეს და „არსელანის“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც 65-ე წუთზე უსმან დემბელემ გამოიყენა.

83-ე წუთზე მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია ბრედლი ბარკოლათი შეცვალა.

მას მერე, არც ძირითად დროში და არც დამატებულ 30 წუთში გოლი აღარ გასულა. დაინიშნა თერთმეტმეტრიანების სერია, რომელიც უკეთესად პსჟ-მ შეასრულა და ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე