ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს მინ ჟუს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 11:50 | 12.10.2015
ნანახია: 1809

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველთა ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში განაგრძობს ორმხრივ შეხვედრებს.

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მორიგი შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, მინ ჟუსთან (Min Zhu) გამართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს, მაკროეკონომიკურ ინდიკატორებს, 2015 და 2016 წლების სახელმწიფო ბიუჯეტებს.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს შემდგომი თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე