კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „მედია კონტენტი“ წერილობით გააფრთხილა

საქართველო, თბილისი - 17:41 | 21.09.2015
ნანახია: 2151

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „მედია კონტენტი“ წერილობით გააფრთხილა.

შპს „მედია კონტენტს“ კომისიამ რეგულირების საფასურის გაანგარიშების და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების წარმოუდგენლობის  გამო დააკისრა სანქცია. კომპანიას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად ათი სამუშაო დღის ვადა განესაზღვრა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე