ქობულეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების შესწავლა დაიწყო
საქართველო, თბილისი - 17:08 | 09.10.2015 ნანახია: 2139
დღეს დილიდან ქობულეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების შესწავლა დაიწყო. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მიმდებარე სოფლებში განვითარებული სტიქიის კერებში ვითარებას აჭარის გეოლოგიური სამსახურის ოთხი ჯგუფი ადგილობრივი ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან სწავლობს. სპეციალისტები გულდასმით სწავლობენ ყველა დაზიანებულ და დამეწყრილ ლოკაციას სოფლებში. გზების და დამეწყრილი ადგილების გაწმენდაზე 12 ერთეული სხვადასხვა ტიპის ტექნიკა მუშაობს. ტრაქტორები, თვითმცლელები და ექსკავატორი გამოყვანილია როგორც ქობულეთის, ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებიდან.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად , როგორც ქალაქის, ასევე მიმდებარე სოფლებიდან შემოსული ინფორმაციით დაზარალებულია 1000-მდე ოჯახი. ძირითადად ზარალი მიადგა ქალაქ ქობულეთში გელაურის დასახლებას და ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
ამ დროისათვის ქაქუთი-ლეღვას ტერიტორიაზე ფიქსირდება 15 მეწყრული მოვლენა, რომელთაგან 13 უკვე შესწავლილია. როგორც გეოლოგიის სამსახურის უფროსი ტარიელ ტუსკია აცხადებს არცერთ შემთხვევაში საცხოვრებელი სახლის დაზიანება არ შეინიშნება, თუმცა სპეციალისტების შეფასების საფუძველზე ორმა ოჯახმა დროებით უნდა დატოვოს საცხოვრებელი სახლები, რადგან შენობებს გვერდით არსებული ფერდობებიდან მეწყრული მოვლენების განვითარების საშიშროება ექმნებათ. უახლოეს დღეებში მოხდება ამ ფერდობების რკინა-ბეტონის კედლით გამაგრება, რის შემდეგაც ოჯახები დაბრუნდებიან საკუთარ სახლებში.
უკვე შესწავლილია სოფელ წყავროკის 6 და ჭახათის 5 ოჯახი, ყველა ლოკაციის შესწავლა კვირის ბოლომდე დასრულდება. ძირითადად დაფიქსირებულია ნაპრალები და ნახეთქები საკარმიდამო ნაკვეთებში, ასევე რამდენიმე მეტრის სიგანეზე მიწის 1 მეტრომდე სიმაღლეზე დაწევა. რამდენიმე ადგილას მეწყრულმა მოვლენებმა გამოიწვია შიდა სასოფლო გზების ჩაკეტვა, თუმცა, გზებისა და სამელიორაციო სამსახურის მიერ შუადღისას გადაადგილება ყველა სოფლის მიმართულებით უკვე აღდგენილი იყო. ძირათადი პრობლემები აჭყვისთავსა და ალამბრის ტრიტორიაზე აღინიშნება.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობას უწყვეტად მიეწოდება წყალი და ბუნებრივი აირი. დღის განმავლობაში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა ჰქონდა 20 აბონენტს სოფელ ლეღვაში. დაზიანებული ტრანსფორმატორის აღდგენას დღის ბოლომდე ვარაუდობენ.
შესაბამისი ტექნიკით გადაირეცხა სტიქიის შედეგად დატბორილი სკოლები და საბავშვო ბაღები. შუადღისთვის უკვე ჩატარებული იყო სადეზინფექციო სამუშაოები. სასწავლო პროცესი ორშაბათიდან სრულად აღდგება .
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















