ნოდარ ხადური მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველთა ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობს

საქართველო, თბილისი - 14:39 | 09.10.2015
ნანახია: 1803

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მონაწილეობას იღებს მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველთა ყოველწლიურ შეხვედრაში, რომელიც ქ. ლიმაში (პერუს რესპუბლიკა) იმართება.

ღონისძიების ფარგლებში, მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პირველი შეხვედრა არაბეთის ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილესთან ჰეშამ ი. ალ-ვაქაიანთან (Hesham I. Al-Waqayan) გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს მომავალ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივებზე, მათ შორის, საავტომობილო გზის ხულო-გოდერძი-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტსა და მასში ქუვეითის ფონდის შესაძლო მონაწილეობაზე, აგრეთვე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სხვა სფეროებში თანამშრომლობაზე. დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები პროექტების განხორციელებისათვის.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს ელჩი პერუს რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქ. ბრაზილია) ოთარ ბერძენიშვილი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე