ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელებმა და მანგანუმის მომპოვებლებმა ასოციაცია შექმნეს

საქართველო, თბილისი - 13:17 | 09.10.2015
ნანახია: 1744

ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელებმა და მანგანუმის მომპოვებლებმა ასოციაცია შექმნეს. არასამთავრობო ორგანიზაციაში მძიმე მრეწველობაში მოღვაწე ყველაზე მსხვილი ექსპორტიორები გაერთიანდნენ, უკვე მიმდინარეობს სფეროში მოქმედი სხვა კომპანიების გაწევრიანების პროცესი.

ახლად დაფუძნებული ასოციაციის მიზანი დარგის განვითარების ხელშეწყობა, სფეროში მსოფლიო სტანდარტების დანერგვა, ადგილობრივი წარმოების განვითარება, დარგში მოღვაწე კომპანიების ინტერესების დაცვა, საკანონმდებლო ბაზის დახვეწა, სფეროს განვითარებისთვის საჭირო პროფესიების პოპულარიზაცია, სახელმწიფო სტრუქტურებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაა.

„ჩვენ, მთავრობასთან, პარლამენტთან, საერთაშორისო ინსტიტუტებთან, სამოქალაქო და საგანმანათლებლო სექტორთან ერთად შევძლებთ, დავძლიოთ არსებული გამოწვევები, განვავითაროთ დარგი, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები, გავზარდოთ ექსპორტის მოცულობა და გავაძლიეროთ საქართველოს ეკონომიკა“ - განაცხადა ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და მანგანუმის მომპოვებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა სულხან ხვედელიძემ.

ასოციაციის პრეზენტაციას საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები დაესწრნენ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე