თბილისის მერია სტიქიით დაზარალებული მეწარმეებისთვის იაფი სესხის გაცემის პირობებს ამარტივებს

საქართველო, თბილისი - 12:17 | 07.10.2015
ნანახია: 1835

თბილისის მერია სტიქიით დაზარალებული მეწარმეებისთვის იაფი სესხის გაცემის პირობებს ამარტივებს. დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, რომ ცვლილება მეწარმეებს საშუალებას მისცემს იაფი სესხი 6%-ის ნაცვლად 3%-ად მიიღონ. ასევე, სესხის პერიოდი 60-დან 84 თვემდე გაიზრდება. საშეღავათო პერიოდი კი 6-დან 12 თვემდე იქნება.

ცვლილების პროექტი დასამტკიცებლად საკრებულოს გადაეგზავნება. საკრებულოს მიერ დამტკიცების შემდეგ კი განახლებული შეღავათიანი პირობებით სარგებლობას როგორც სტიქიური მოვლენის/სტიქიური უბედურების, ასევე ხანძრის ან შენობა-ნაგებობის დაზიანების/დანგრევის შედეგად დაზარალებული მეწარმეები შეძლებენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე