Air France 2,9 ათასი თანამშრომლის შემცირებას აპირებს

საქართველო, თბილისი - 13:43 | 07.10.2015
ნანახია: 1917

ფრანგული ავიაკომპანია Air France, რესტრუქტურიზაციის გეგმის ფარგლებში, 2,9 ათასი თანამშრომლის დათხოვნას გეგმავს. აღნიშნული სქემა ავიაკომპანიის მენეჯმენტმა პროფკავშირებს უკვე წარუდგინა.

პროფგაერთიანების ინფორმაციით, გეგმა „მიწაზე“ 1,7 ათასი სამუშაო ადგილის შემცირებას და ასევე 900 ბორტგამყოლისა და 300 პილოტის დათხოვნას ითვალისწინებს.

რესტრუქტურიზაციის გეგმის ფარგლებში გათვალისწინებულია, ასევე ავიაკომპანიის აქტიურობის შემცირებაც. 2017 წლისთვის Air France გრძელმაგისტრალურ რეისებზე რეისებს 10 %-ით შეამცირებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე