„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“: გადასახადების დამალვა და ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი ქვეყნის ეკონომიკაში მთავრობის ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად რჩება
საქართველო, თბილისი - 14:40 | 06.10.2015 ნანახია: 2259
საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ეკონომიკის 3%-იან ზრდაზეა გათვლილი, მაშინ როცა 2016 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 356.6 მილიონი ლარით იზრდება, რაც 4.45%-ით მეტია 2015 წლის ხარჯებზე.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-ს მიერ გამოქვეყნებულ შეფასებაში ასევე აღნიშნულია, რომ ბიუჯეტის პროექტით დაგეგმილია სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების 404 მილიონი ლარით ზრდა, რაც 5.08%-ით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს. იმის გათვალისწინებით, რომ 2015 წელს სახელმწიფო შეეცადა ხარჯების შემცირებას ლარის გაუფასურების შედეგად ბიუჯეტზე მიყენებული ზიანის გამო, გაუგებარია რატომ ხდება დამატებით ხარჯების გაზრდა.
„2016 წელს 2015 წელთან შედარებით, მხოლოდ ცენტრალური მთავრობის სახელმწიფო აპარატის შრომის ანაზღაურება 57.2 მილიონი ლარით იზრდება, მაშინ როცა 2015 წელს 2014 წელთან შედარებით ცენტრალური მთავრობის სახელმწიფო აპარატის შრომის ანაზღაურება უკვე 85.1 მილიონი ლარით გაიზარდა, ხოლო 2012 წელთან შედარებით 389.2 მილიონი ლარით.
უნდა აღინიშნოს, რომ ისევე როგორც გასული წლების განმავლობაში ბიუჯეტი სოციალურ ხარჯებზეა ორიენტირებული და არ ხდება თანხების მაქსიმალურად მობილიზება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც თავის მხრივ სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკის ზრდას უწყობს ხელს”, აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-ში.
ორგანიზაციის შეფასებითვე, 2016 წელს წინა წელთან შედარებით, 285 მილიონი ლარით (10.23%) იზრდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება როგორც ჯანდაცვის, ისე სოციალური დაცვის მიმართულებით, კერძოდ:
სოციალური დაცვის გაზრდილი ხარჯები, ძირითადად, (1) მოსახლეობის სოციალური დაცვაზე (6.96%-იანი ზრდა, 142 მილიონი ლარი), (2) საპენსიო უზრუნველყოფაზე (90 მილიონი ლარი, 6.47%) მოდის. 2016 წელს 2015 წელთან შედარებით, სოციალური დაცვის ხარჯები ჯამში 232 მილიონი ლარით იზრდება. ჯანდაცვის გაზრდილი ხარჯები კი (1) საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაზე (100 მილიონი ლარი, 21.28% ზრდა) (2) C ჰეპატიტის მართვაზე (22 მილიონი ლარი). აღსანიშნავია, რომ 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ეს პროგრამა არ იყო მოცემული.
ამასთან, შესაძლებელია ბიუჯეტში სოციალური დანახარჯების გაზრდა იმითაც არის გამოწვეული რომ 2016 წელი სქართველოში საარჩევნო წელია.
2016 წელს საგადასახადო შემოსავლების 380 მილიონი ლარით (5.14%) ზრდაა დაგეგმილი, მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის მშპ-ს დაგეგმილი ზრდა მხოლოდ 3%-ია, რის ფონზეც საგადასახადო შემოსავლების 380 მილიონი ლარით ზრდა შესაძლოა მიუღწეველი ამოცანა აღმოჩნდეს. ამას ემატება ისიც, რომ გადასახადების ამოღებაში ბოლო 3 წლის განმავლობაში სერიოზული პრობლემებია. სერიოზულ პრობლემად რჩება სხვა შემოსავლების მობილიზებაც, მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელს 2015 წელთან შედარებით სხვა შემოსავლები 25 მილიონი ლარით (8.47%) იზრდება, 2013 წელს დაწყებული სხვა შემოსავლების კლების ტენდენცია არსებითად არ შეცვლილა: 2012 წელთან შედარებით სხვა შემოსავლებმა 67.06%-ით იკლო (214.6 მილიონი ლარი). სხვა შემოსავლები, ძირითადად, მოიცავს არასაგადასახადო შემოსავლებს, შემოსავლებს საკუთრებიდან და საქონლისა და მომსახურების რეალიზაციიდან, სანქციებიდან და სხვა. იმის გათვალისწინებით, რომ 2014 წლის სხვა შემოსავლები 2012 წელთან შედარებით დაახლოებით 180 მილიონი ლარით უკვე შემცირდა, მთავრობამ კარგად უნდა გაანალიზოს სხვა შემოსავლების შემცირების ტენდენციის გაგრძელების მიზეზები.
„ასევე უნდა ითქვას, რომ გადასახადების დამალვა და ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი ქვეყნის ეკონომიკაში მთავრობის ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად რჩება”, აცხადებენ არასამტავრობო ორგანიზაციაში.
მათივე ინფორმაციით, 2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 945 მილიონი ლარიდან 950 მილიონ ლარამდე მხოლოდ 5 მილიონი ლარით იზრდება (0.48%). საერთო ჯამში ინფრასტრუქტურაზე 2016 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი 1 მილიარდ ლარზე მეტს დახარაჯავს.
„შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები, ტრადიციულად, იმ უწყებებს წარმოადგენენ, რომელთა ადმინისტრაციული ხარჯების დათვლის საშუალებას არც 2016 წლის და არც წინა წლების ბიუჯეტის კანონები იძლევა, თუმცა თავდაცვის სამინისტროს შემთხვევაში ადმინისტრაციული ხარჯების დათვლა მაღალი ცდომილებით შესაძლებელია, რაც სრულიად შეუძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს შემთხვევაში.
პროგრამული ბიუჯეტი ტრადიციული სტრუქტურის ბიუჯეტის ალტერნატივაა და იმ უპირატესობით გამოირჩევა, რომ ოთხწლიან პერიოდზეა გაწერილია და შედეგზეა ორიენტირებული.
პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი შეიძლება ჩაითვალოს პროგრამულად, რაც მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. ბიუჯეტის მნიშვნელოვან ნაწილში გაწერილია ყველა ის ძირითადი პარამეტრი, რაც პროგრამულ ბიუჯეტს სჭირდება.
ამდენად, 2016-2019 წლების პროგრამული ბიუჯეტი 2015-2018 წლების პროგრამულ ბიუჯეტთან შედარებით მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.
მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს მთავრობის 2016-2019 წლების პროგრამული ბიუჯეტის პროექტის როგორც ფორმატის, ისე შინაარსის მიმართულებით, კერძოდ პროგრამულ ბიუჯეტს დაემატა ისეთი საკვანძოდ მნიშვნელოვანი მონაცემები, როგორიცაა საბაზისო მაჩვენებელი, მიზნობრივი მაჩვენებელი, ცდომილების ალბათობა, შესაძლო რისკები. აღნიშნული მაჩვენებლებიდან კრიტიკულად მნიშვნელოვანია საბაზისო მაჩვენებლები, რაც 2016-2019 წლების საქართველოს მთავრობის პროგრამების და ქვეპროგრამების დიდ ნაწილში სრულიად გაზომვად მონაცემებს შეიცავს, ვინაიდან საბაზისო მაჩვენებლების გარეშე შეუძლებელია იმის გაზომვა თუ მთავრობამ რას მიაღწია გარკვეული რესურსების დახარჯვით. მიღწეულ პროგრესს მივესალმებით და იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს მთავრობის პროგრამული ბიუჯეტის გაუმჯობესება გაგრძელდება”, აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-ში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 2016-2019 წლების პროგრამული ბიუჯეტის ძირითად პრობლემებსაც ასახელებს:
2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ფინანსთა სამინისტრო, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტრო და დიდწილად კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო გვაძლევენ ინფორმაციას იმის შესახებ თუ რას გააკეთებენ 2016-2019 წლებში, თუმცა სხვა სამინისტროებისგან განსხვავებით არ ამბობენ თუ რას გააკეთებენ კონკრეტულად 2016 წელს, კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და დიდწილად კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ბიუჯეტები მხოლოდ პროგრამებად არის დაყოფილი, რაც ოთხწლიან პერიოდს მოიცავს, განსხვავებით სხვა სამინისტროებისგან, რომელთა ბიუჯეტიც დაყოფილია როგორც პროგრამებად, რაც ოთხწლიან პერიოდს მოიიცავს, ისე ქვეპროგრამებად, რაც ერთწლიან პერიოდს მოიცავს.
პროგრამების და ქვეპროგრამების ერთ ნაწილში საბაზისო მაჩვენებელი, მიზნობრივი მაჩვენებელი, ცდომილების ალბათობა, შესაძლო რისკების გრაფები სრულიად არაგაზომვად მონაცემებს მოიცავს.
ცდომილების ალბათობაში ზოგიერთ პროგრამასა და ქვეპროგრამაში მითითებულია 7%, 12%, 15%, 18%, 25%, რაც შეუძლებელია ცდომილებად ჩაითვალოს.
პოლიტიკა
- ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მიმართავს
- კახა, ნუ ნერვიულობ, ჩვენ ხალხთან მისვლა არ გვიჭირს, ეს შენთვის არის წარმოუდგენელი ქუჩაში დაცვის გარეშე გასვლა - გიორგი ვაშაძე კალაძეს
- არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს ოპოზიციის ან საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად - "ოპოზიციის ალიანსის" 8 პარტია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე
- პარტიების აკრძალვის მოთხოვნით წამოიწყეს სახიფათო თამაში, თავადვე არიან აბლანდულები და თავგზა აუბნიეს ივანიშვილსაც, არ იციან, როგორ უნდა გაგრძელდეს და როგორ დასრულდეს ეს პროცესი - გიორგი სიორიძე
საზოგადოება
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
- საქართველოში 15-17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
- დღეს აღვნიშნავთ ქართული ენის სილამაზეს, უნიკალურობას, დედაენის დღეს ვულოცავთ ქართველ მეგობრებს - აშშ-ის საელჩო
სამართალი
- რაჭაში დააკავეს პირი, რომელმაც სტუმრად ყოფნისას, ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიიმალა
- არასრულწლოვნები თბილისში სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, ერთ-ერთმა, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა - დაკავებულია 4 პირი
- ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანამზრახველთან ერთად, თბილისში მდებარე სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში წინასწარი შეთანხმებით შედიოდა - ძალის გამოყენებით, ჯამში 6000 ლარამდე თანხა გაიტაცეს
მსოფლიო
- ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლამ“ გასულ ღამეს ისრაელზე იერიში მიიტანა, რის შემდეგაც საპასუხო დარტყმები განახორციელეს
- ერთ დღეს, უკრაინაში, ეს ომი დასრულდება და ისტორია იკითხავს, ვინ რა გააკეთა, ვინ იმოქმედა და ვინ აირჩია სიმამაცე, უკრაინამ უკვე გასცა პასუხი - პრინცი ჰარი
- ევროკავშირი, ვიქტორ ორბანის წასვლის შემდეგ, უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების პროცესს აჩქარებს - Politico
- ისრაელი ელოდება აშშ-ის მწვანე შუქს, რათა ირანი "ქვის ხანაში" დააბრუნოს - ისრაელ კაცი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Premium Machinery Armenia ქართულ-სომხური ბიზნესასოციაციის პრეზენტაციაზე
- ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
- Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
- Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















