დიმიტრი ქუმსიშვილი ბიოტექნოლოგიებისადმი მიძღვნილ პირველ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო
საქართველო, თბილისი - 16:22 | 05.10.2015 ნანახია: 2313
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს“, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და აშშ-ს ტენესის უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით სასტუმრო ,,ვერე პალასში“ ბიოტექნოლოგიების მიმართულებით პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ფორუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა.
„ასეთი შეხვედრების შედეგად უნდა ჩამოყალიბდეს ის კონკრეტული მიმართულება, სადაც საქართველოს გააჩნია კონკურენტუნარიანი უპირატესობა და შეიქმნას ის მიმართულებები, რომელიც საქართველოს მომავალში მოუტანს დამატებით შემოსავალს. ჩვენ ვაცნობიერებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანას კვლევებისა და განვითარების მიმართულებით გააჩნდეს მკაფიო და მიზანმიმართული ხედვა და სტრატეგია, რომელიც უზრუნველყოფს ყველა სახელმწიფო სტრუქტურის აქტიურ თანამონაწილეობას ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის მშენებლობის პროცესში. საქართველოს გააჩნია საკმაოდ ძლიერი პოტენციალი და მზაობა იმისთვის, რომ გახდეს რეგიონალური ცენტრი და კონკურენტული უპირატესობა მოიპოვოს ბიოტექნოლოგიების მიმართულებით არა მხოლოდ რეგიონში, არამედ საერთაშორისო ასპარეზეც.
ქვეყანაში ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის სწრაფი ტემპებით განვითარება სახელმწიფოს მხარდაჭერითა და კერძო სექტორსა და სამეცნიერო წრეებს შორის აქტიური თანამშრომლობითაა შესაძლებელი“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა აღნიშნეს, კონფერენციის მიზანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება საქართველოში თერმოფილური მიკროორგანიზმების ბიოლოგიასა და ბიოტექნოლოგიების შესახებ, ასევე მოცემული ინოვაციების დანერგვა, საქართველოს პოტენციალის გაზიარება საერთო კვლევებისა და პროექტების ინიცირება. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ქაშიბაძის განცხადებით, კონფერენციის ფარგლებში უცხოელი მომხსენებლები დეტალურად გააცნობენ მსმენელს თერმოფილური მიკროორგანიზმების ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიების არსს და საქართველოს ჩართულობის მნიშვნელობას ამ საკითხში. მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობის ჩამოყალიბება, სფეროს პოპულარიზაცია, საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა და ახალი გამოწვევების მიღება.
ბიოტექნოლოგიებისადმი მიძღვნილ პირველ საერთაშორისო კონფერენციას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებსა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე მეცნიერები და მოწვეული ექსპერტები ამერიკის მეცნიერებათა ფონდიდან და ტენესის უნივერსიტეტიდან.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















