ხადური: ფინანსთა სამინიტროს დღეისათვის ნამდვილად აქვს მიღწევები საინფორმაციო და საკომუნიკაციო სისტემების დანერგვის მიმართულებით
საქართველო, თბილისი - 14:28 | 05.10.2015 ნანახია: 2510
5 ოქტომბერს სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, მინისტრის მოადგილეები ლაშა ხუციშვილი და ცოტნე ყავლაშვილი PEMPAL-ის საერთაშორისო ღონისძიებას დაესწრნენ.
PEMPAL-ი სახელმწიფო ხარჯების მართვის სფეროში მოღვაწე საჯარო მოხელეთა ქსელს წარმოადგენს, რომლის მიზანიც ცენტრალური აზიისა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის საჯარო ფინანსების მართვასთან დაკავშირებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაა.
თბილისში შეხვედრის ძირითადი მიზანია სახელმწიფო ფინანსების ელექტრონულ მართვაში საქართველოში დაგროვილი გამოცდილებისა და მიღწეული პროგრესის გაცნობა. სემინარის მონაწილეებში დიდ ინტერესს იწვევს ფინანსთა სამინისტროს სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მიერ შექმნილი საჯარო ფინანსების მართვის ინტეგრირებული ელექტრონული სისტემა PFMS. PEMPAL-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები მიიღებენ ინფორმაციას სისტემის ფუნქციონირების პრინციპებსა და მის შემადგენელ კომპონენტებში ბოლო წლებში განხორციელებულ სიახლეებზე, ინტეგრაციაზე სხვა სახელმწიფო სისტემებთან, უსაფრთხოების უზრუნველყოფის პოლიტიკაზე, აგრეთვე, საქართველოში გადასახადის ერთიანი შემოსულობის სახაზინო კოდის დანერგვის პროექტზე.
სემინარი მონაწილეებს ასევე საშუალებას მისცემს გაუზიარონ ერთმანეთს საჯარო ფინანსების მართვისა და ელექტრონული სისტემების უსაფრთხოების კუთხით საკუთარ ქვეყნებში არსებული გამოცდილება.
შეხვედრას 11 ქვეყნის 42 წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ შორის, ხაზინის უფროსის მოადგილეები: ალბანეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიიდან, მოლდოვადან, რუსეთის ფედერაციიდან; მსოფლიო ბანკის ექსპერტები: ვაშინგტონიდან, მოლდოვადან, ყირგიზეთიდან და ავსტრალიიდან. ასევე ექსპერტები მსოფლიო ბანკიდან, ჯემ დენერი და ელენა ნიკულინა.
„ვფიქრობ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინიტროს დღეისათვის ნამდვილად აქვს მიღწევები საინფორმაციო და საკომუნიკაციო სისტემების დანერგვის მიმართულებით. ამ კუთხით, საჯარო ფინანსების მართვის ინტეგრირებული საინფორმაციო სისტემის (PFMS) ძირითადი ხაზინის მოდულები (Core-treasury) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავე დროს კარგად განვითარებული რგოლია. გასულ წელს ჩვენ შევიტანეთ ცვლილებები საბიუჯეტო კანონმდებლობაში, რომლის მიზანიც იყო მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების ბიუჯეტების, ასევე სსიპ-ებისა და ააიპ-ების ბიუჯეტების მოქცევა საჯარო ფინანსების მართვის ინტეგრირებულ საინფორმაციო სისტემაში“, აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















