ოდესა მოსკოვირის რეისების კომპენსირებას საქართველოსა და თურქეთის მიმართულებით ფრენების ზრდით მოახდენს

საქართველო, თბილისი - 11:52 | 05.10.2015
ნანახია: 1815

ოდესა მოსკოვირის რეისების კომპენსირებას საქართველოსა და თურქეთის მიმართულებით ფრენების ზრდით მოახდენს. უკვე ცნობილია, რომ ზამთრის სეზონზე flyUIA ოდესადან სტამბულის მიმართულებით მეორე ყოველდღიურ რეისს დაამატებს. ხოლო ავიაკომპანია Georgian Airways-ი ოდესადან თბილისის მიმართულებით კვირაში ერთის ნაცვლად, სამ რეისს შეასრულებს.

ოდესა-თბილისს შორის Georgian Airways-ი რეისებს ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს განახორციელებს. ორ ქალაქს შორის ავიარეისები CRJ ტიპის ავიალიანერით შესრულდება.

აღსანიშნავია, რომ ადრე ოდესადან საქართველოში ავიარეისებს ავიაკომპანია YanAir-ი ახორციელებდა. YanAir-ში სამომავლოდ აღნიშნული მიმართულებით ავიარეისების განახლებას არ გამორიცხავენ, თუმც კომპანიაში ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე