ევროკავშირის დაფინანსებით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები ღვინის წარმოებას იწყებენ
საქართველო, თბილისი - 13:28 | 21.09.2015 ნანახია: 3186
ევროკავშირის დაფინანსებით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები ღვინის წარმოებას იწყებენ. პროექტის პრეზენტაცია ქუთაისში გაიმართება. ცოტა ხნის წინ, ორმა ადგილობრივმა კოოპერატივმა „თერჯოლის ღვინო“ და „მეღვინეობა საზანო“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის, ENPARD-ის ფარგლებში და ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ (People in Need) ტექნიკური აღჭურვილობის შეძენისთვის თანადაფინანსება მიიღო, რაც ღვინის წარმოების გაზრდას, ბოთლებში ჩამოსხმისა და ეტიკეტირების სისტემის შექმნას მოხმარდა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ღონისძიებას დაესწრება ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი, მისი აღმატებულესობა ტომაშ პერნიკი.
ENPARD-ისა და People in Need-ის ტექნიკური დახმარებით, რომელმაც 76642 ლარი შეადგინა, კოოპერატივმა „მეღვინეობა საზანო“ უახლესი ტექნიკური საშუალებები მიიღო და ამ აქტივების საშუალებით ადგილობრივი ღვინის ევროპული სტანდარტებით ჩამოსხმას შეძლებს, მისი წარმოების მოცულობა პირველი წლისთვის 600 ლიტრი იქნება. ხოლო კოოპერატივის „თერჯოლას ღვინო“ტექნიკური გადაიარაღებისათვის ENPARD-ისა და People in Need-ის თანადაფინანსებამ 74 365 ლარი შეადგინა , რაც მას საშუალებას მისცემს პირველ წელს 2,850 ლიტრი ღვინო აწარმოოს, რომლის მღლიანი ღირებულება 72,456 ლარი იქნება.
საგრანტო სქემა მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ზრდას და ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერთა მცირე ჯგუფებისთვის ან სოფლის მეორნეობის კოოპერატივებისთვის შემოსავლების გაუმჯობესებას ფინანსურად მდგრადი სქემების დანერგვის მეშვეობით. კოოპერატივებს, რომლებმაც გრანტზე განაცხადი შეიტანეს, ბიზნესის დაგეგმარებასა და ორგანიზაციულ განვითარებაში ჩაუტარდათ ტრეინინგები; მათ სოფლის მეურნეობის დარგის ექსპერტებისგან მიიღეს ტექნიკური რჩევები, იმისათვის რომ შეექმნათ მაღალი ხარისხის ბიზნეს გეგმა, რათა მიეღოთ თანადაფინანსება და ტექნიკური მხარდაჭერა ENPARD –ის ფარგლებში.
ტრეინინგები ფერმერებს კოოპერატივის მართვის უკეთ გააზრებაში, წევრებს შორის ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილებაში, რესურსების სწორად და ეფექტიანად მიმართვაში დაეხმარა.
ამჟამად საქართველოში ხორციელდება ევროპის სამეზობლოს პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ENPARD, რომელსაც 52 მილიონი ევროს ოდენობის ბიუჯეტი გააჩნია.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















