ვაკის პარკში ბავშვთა გასართობი პარკის - „შუმბა ლენდის“ სამშენებლო სამუშაოები იწყება

საქართველო, თბილისი - 13:53 | 03.10.2015
ნანახია: 2001

ვაკის პარკში ბავშვთა გასართობი პარკის - „შუმბა ლენდის“ სამშენებლო სამუშაოები იწყება. არსებული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას და ახალი, იტალიური ატრაქციონებით აღჭურვილი პარკის მოწყობას შპს „ვაკის პარკი“ თბილისის მერიის მხარდაჭერით ახორციელებს.

დღეს ვაკის პარკში „შუმბა ლენდის“ პროექტის პრეზენტაცია მოეწყო, რომელსაც თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, შპს „ვაკის პარკის“ დამფუძნებლები და ატრაქციონების იტალიური კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

"ეს ტერიტორია ვაკის პარკში წლების განმავლობაში უფუნქციოდ იყო. გადავწყვიტეთ, გავაშენოთ ახალი პარკი "შუმბა ლენდი". აქ ექვს თვეში დამონტაჟდება ევროპული სტანდარტების შესაბამისი ატრაქციონები და პარკი მოემსახურება მთელ ქალაქს", - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.

20-მდე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ატრაქციონით დაკომპლექტებული პარკი „შუმბა ლენდი“ 1-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის იქნება განკუთვნილი.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე