საერთაშორისო გადამზიდველების მიერ განხორციელებული ტვირთზიდვის მოცულობა 16.1 %-ითაა გაზრდილი

საქართველო, თბილისი - 10:35 | 02.10.2015
ნანახია: 1769

საერთაშორისო გადამზიდველების მიერ განხორციელებული ტვირთზიდვის მოცულობა 16.1 %-ითაა გაზრდილი. სსიპ-სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მიხეილ ხმალაძის განმარტებით, საქართველოს საერთაშორისო გადამზიდველების მიერ განხორციელებული ტვირთზიდვის მოცულობა (შესრულებული რეისების შესაბამისად) გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა 16.1 %-ით. უცხო ქვეყნის საავტომობილო სატვირთო გადამზიდველების მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტად გავლას, ბოლო წლების მანძილზე ასეთი რეჟიმით გამავალი დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა სტაბილურად იზრდება. მისივე ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 189%-ით არის გაზრდილი რუსეთ-საქართველოს შორის ორმხრივი და ტრანზიტული გადაზიდვები, ხოლო 323%-ით არის გაზრდილი მესამე ქვეყნიდან/ქვეყანაში მიმართულებით ორმხრივი და ტრანზიტული გადაზიდვების მოცულობა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე