„საქაერონავიგაცია” მეტეოროლოგიური ოფისის ახალ შენობას ბათუმშიც გახსნის

საქართველო, თბილისი - 10:29 | 02.10.2015
ნანახია: 1917

უახლოეს ხანში „საქაერონავიგაცია” მეტეოროლოგიური ოფისის ახალ შენობას ბათუმშიც გახსნის, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა (ICAO) და მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) მარეგულირებელი დოკუმენტების მოთხოვნებს.

„საქაერონავიგაციის“ გენერალური დირექტორის გოჩა მეზვრიშვილის თქმით, ცენტრი აღიჭურვება ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებით, რომლებიც განკუთვნილია ამინდის, კლიმატის და ჰიდრომეტეოროლოგიური გაზომვის, პროგნოზისა და ანალიზისთვის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე