დიმიტრი ქუმსიშვილი სამინისტროს ტრანსპორტის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 10:26 | 02.10.2015 ნანახია: 2248საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი სამინისტროს სისტემაში შემავალ ტრასპორტის სფეროში მომუშავე საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და შპს-ების ხელმძღვანელებს შეხვდა და მათგან მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. შეხვედრას ესწრებოდნენ სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სალუქვაძე, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი მიხეილ ხმალაძე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ვახტანგ მიქელაიშვილი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია, სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დირექტორი რევაზ ბაბილუა, ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე, „საქაერონავიგაციის“ გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი ქეთევან ალექსიძე.
მინისტრთან შეხვედრაზე უწყებების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს გაწეულ სამუშაოზე და დიმიტრი ქუმსიშვილს დეტალურად წარუდგინეს ის პროექტები, რომლებიც საქართველოს ტრანსპორტის სხვადასხვა სექტორში უახლოეს მომავალში განხორციელდება. საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა საავიაციო სფეროში უსაფრთხოების დონის კიდევ უფრო ზრდის ხელშეწყობა, ახალი ავიარეისების დანიშვნა, ტურიზმის ხელშეწყობა, საზღვაო მიმოსვლის განვითარება, საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში არსებული ზრდის ტენდენციები, ფრენების ზრდა, ნავიგაციისა და ჰიდროგრაფიის სფეროში ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და სხვა.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, 2015 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების მიერ გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობამ 1.501.748 მილიონი მგზავრი შეადგინა, რაც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე 10%-ით მეტია. ქეთევან ალექსიძის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანი, 84%-იანი ზრდა თბილისი-მოსკოვის მიმართულებით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობაში დაფიქსირდა. ქეთევან ალექსიძემ ასევე ისაუბრა იმ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომლის განხორციელებაც დაგეგმილია საქართველოს აეროპორტებში და ისაუბრა იმ პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ, რომლის განვითარებაზეც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. ფრენების ზრდისა და ახალი ავიარეისების შესახებ ისაუბრა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გურამ ჯალაღონიამაც.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ შპს „საქაერონავიგაცია” უახლოეს ხანში მეტეოროლოგიური ოფისის ახალ შენობას ბათუმშიც გახსნის, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა (ICAO) და მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) მარეგულირებელი დოკუმენტების მოთხოვნებს. გოჩა მეზვრიშვილის თქმით, ცენტრი აღიჭურვება ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებით, რომლებიც განკუთვნილია ამინდის, კლიმატის და ჰიდრომეტეოროლოგიური გაზომვის, პროგნოზისა და ანალიზისთვის.
უსაფრთხოების დონის ზრდასა და ხელშეწყობაზე ისაუბრა ჰიდროგრაფიული სამსახურის ხელმძღვანელმაც. რევაზ ბაბილუას თქმით, სამსახურის მიერ დაიწყო საზღვაო რუკების გამოშვება, მუშაობს ულტრათანამედროვე, ჰიდროგრაფიული კვლევებისთვის საჭირო ყველა თანამედროვე ტექნიკური მახასიათებლების მქონე, ბრიტანული, ახალი კატამარანი, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში მხოლოდ საქართველოს ჰიდროგრაფიულ სამსახურს გააჩნია. გარდა ამისა, რევაზ ბაბილუას ინფორმაციით, გამართულად მუშაობს საზღვაო-სანავიგაციო სისტემები, რაც საქართველოს პორტებში გემების უსაფრთხო შემოსვლას 24 საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ვახტანგ მიქელაიშვილმა თავის მოხსენებაში ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სააგენტოს მიმდინარე წელს მიენიჭა ხარისხის მართვის სისტემის ISO 9001 - 2008 ახალი სერტიფიკატი. მისივე თქმით, საერთაშორისოდ აღიარებულმა აუდიტორებმა შეამოწმეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული, მათ შორის საქართველოს ნავსადგურების სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურები ფოთში, ყულევსა და ბათუმში და აღნიშნეს სააგენტოში დანერგილი ხარისხის მართვის სისტემის ეფექტურობა. სწორედ მათი დასკვნის საფუძველზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება სააგენტოსთვის ახალი სერტიფიკატის მინიჭების თაობაზე.
საზღვაო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრისას ასევე აღინიშნა, რომ ბათუმის საზღვაო აკადემიამ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს შორის მე-7 ადგილი დაიკავა. როგორც აკადემიის რექტორმა, ირაკლი შარაბიძემ განაცხადა, სასწავლებლის მაღალ დონესა და წარმატებაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ მეზობელი ქვეყნებიდან საკმაოდ დიდი მოთხოვნაა ბათუმის საზღვაო აკადემიაში სწავლის თაობაზე. პროფესიული დონის ამაღლების ხელშეწყობაზე ასევე ყურადღება გაამახვილა გოჩა მეზვრიშვილმაც, რომლის თქმითაც, „საქაერონავიგაციამ“ ავიამეთვალყურის პროფესიის შესასწავლად, კონკურსის წესით 12 კანდიდატი შეარჩია, რომლებიც ჩეხეთის საავიაციო სკოლაში 6-7 თვით გაემგზავრებიან და ავიამეთვალყურის პროფესიას დაეუფლებიან. აღსანიშნავია, რომ კურსის დასრულების შემდეგ თორმეტივე კანდიდატის დასაქმებაა დაგეგმილი საქართველოს სამ საერთაშორისო აეროპორტში.
რაც შეეხება სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში არსებულ გადაზიდვების სტატისტიკას, მიხეილ ხმალაძის განმარტებით, საქართველოს საერთაშორისო გადამზიდველების მიერ განხორციელებული ტვირთზიდვის მოცულობა (შესრულებული რეისების შესაბამისად) გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა 16.1 %-ით. უცხო ქვეყნის საავტომობილო სატვირთო გადამზიდველების მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტად გავლას, ბოლო წლების მანძილზე ასეთი რეჟიმით გამავალი დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა სტაბილურად იზრდება. მისივე ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 189%-ით არის გაზრდილი რუსეთ-საქართველოს შორის ორმხრივი და ტრანზიტული გადაზიდვები, ხოლო 323%-ით არის გაზრდილი მესამე ქვეყნიდან/ქვეყანაში მიმართულებით ორმხრივი და ტრანზიტული გადაზიდვების მოცულობა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა უწყებების ხელმძღვანელებს შეხვედრაზე გამოკვეთილი მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად და მომავალი გეგმების განსახორციელებლად კონკრეტული დავალებები მისცა. მინისტრმა საავიაციო, საზღვაო და სახმელეთო სფეროს წარმომადგენლებს მოუწოდა, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ქვეყანაში ტურიზმის სფეროს განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















