ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
საქართველო, თბილისი - 09:27 | 09.07.2026 ნანახია: 619
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ემზადება სცენარისთვის, რომლის მიხედვითაც ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარების გამო ირანის წინააღმდეგ სარაკეტო და სამხედრო დარტყმები, შესაძლოა რამდენიმე დღე ან კვირებიც კი გაგრძელდეს.
ამის შესახებ Axios იუწყება.
გამოცემის ცნობით, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ახალი სამხედრო კამპანიის ხანგრძლივობა და ინტენსივობა მთლიანად დამოკიდებული იქნება თეირანის შემდგომ ნაბიჯებზე.
ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ მიმდინარე ესკალაცია შესაძლოა გაგრძელდეს ერთი-ორი დღე, ერთი კვირა ან ერთი თვე, იმის მიხედვით, გააგრძელებს თუ არა ირანი ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო გემებზე თავდასხმებს.
„ცოტას დავარტყამთ, რათა გაიგონ, რომ არ ვხუმრობთ“, - განაცხადა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.
ამჟამად დიპლომატიური მოლაპარაკებები ჩიხშია შესული, ხოლო სამხედრო ზეწოლა კვლავ პრეზიდენტ ტრამპის სტრატეგიის ცენტრალურ ნაწილად იქცა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუსშინ განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია.
„ჩემი აზრით, ყველაფერი დასრულებულია. აღარ მსურს მათთან საქმის დაჭერა. ისინი ნაძირლები არიან. ისინი ავადმყოფი ადამიანები არიან. მათ ავადმყოფი ადამიანები მართავენ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, სიტუაციას ამერიკელ მომლაპარაკებლებთან კიდევ განიხილავს, თუმცა მიაჩნია, რომ თეირანთან შემდგომი მოლაპარაკებები „დროის ფუჭი კარგვაა“.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, 8 ივლისის ღამეს ამერიკულმა სამხედრო ძალებმა ირანის ტერიტორიაზე „ძალიან ძლიერი დარტყმები“ განახორციელეს.
„ჩვენ ვუთხარით: „წადით და თქვენი დაკრძალვის საქმეებს მიხედეთ“, მაგრამ ამის ნაცვლად, გუშინ გემების დაბომბვა დაიწყეს. ამიტომ, გასულ ღამეს მათ ძალიან ძლიერი დარტყმა მივაყენეთ“, – თქვა ტრამპმა.
ირანის მთავარმა მომლაპარაკებელმა მოჰამად ბაღერ ღალიბაფმა აშშ დაშინებასა და პირებების დარღვევაში დაადანაშაულა და გააფრთხილა, რომ სრუტე მხოლოდ თეირანის პირობებით გაიხსნება.
„თუ დარტყმას განახორციელებთ, პასუხს მიიღებთ. ორმუზის სრუტე გაიხსნება მხოლოდ „ირანული შეთანხმებების“ შესაბამისად და არა ამერიკული მუქარის პირობებით“, - დაწერა ღალიბაფმა X-ზე.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















