ეუთო-ს რეზოლუციის მიღების შემდეგ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ბოდიშებს უხდიდნენ საქართველოს დელეგაციას, რა ვქნათ, პოლიტიკაა და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილებაო - არჩილ გორდულაძე
საქართველო, თბილისი - 09:50 | 09.07.2026 ნანახია: 628
სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ბოდიშებს უხდიდნენ საქართველოს დელეგაციას, რა ვქნათ, პოლიტიკაა და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილებაო, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ეუთო-ს მიერ რეზოლუციის მიღებასთან დაკავსირებით საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ არ გაითვალისწინეს ასამბლეის წევრებმა ქართული დელეგაციის მცდელობა, საერთოდ უარი ეთქვათ ამ რეზოლუციის მიღებაზე, გორდულაძემ უპასუხა, რომ ეს ძალიან მარტივია.
„შემდეგ რატომაც მიდიოდნენ ბატონ მახაშვილთან, სამხარაძესთან, ბითაძესთან და ბოდიშებს უხდიდნენ სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლები, რა ვქნათ, პოლიტიკაა და ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილებაო. ისინი თავისუფალი არ არიან თავიანთ გადაწყვეტილებაში, ხმას როდესაც და რასაც აძლევენ, რეალურად, ეს მათი გადაწყვეტილება არ არის. ასეთია პოლიტიკური მდგომარეობა და პოლიტიკური მიმართება საქართველოს მიმართ. მაგალითისთვის, ეუთო-ს რეზოლუცია პირდაპირ ეწინააღმდეგება ეუთო/ოდირ-ის სტანდარტებსვე“, - განაცხადა გორდულაძემ.
წამყვანის შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაც დატოვოს ქართულმა დელეგაციამ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არცერთ მსჯელობას არ დასწრებია.
მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ ერთადერთი წყარო არსებობს ამ ქვეყანაში ხელისუფლების და ეს არის ქართველი ხალხი, მათი არჩევანი, ქართველმა ხალხმა კი თავისი არჩევანი გააკეთა.
„ჩვენ აღებული ვალდებულებები რაც გვაქვს ასოცირების ხელშეკრულებით, პირნათლად ვასრულებთ, გეგმაზომიერად, ეტაპობრივად, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს ჩართულობით, სასამართლო სისტემის ჩართულობით, პროკურატურის ჩართულობით და შემდეგ ეს ანგარიშები ქვეყნდება და იგზავნება კიდეც ევროკავშირში. ჩვენ ჩვენს წილ ვალდებულებას, რაც გვაქვს, პირნათლად და სრულად ვასრულებთ, მაგრამ ვინმე თუ თითს გვიქნევს და გვემუქრება საქართველოს მოქალაქეებს, მაგალითად, გადაირჩიეთ ან არ აირჩიოთ ეს ხელისუფლება, რადგან ევროკავშირში არ მოგიყვანთო, ეს სიტყვები აქვს ნათქვამი ევროკავშირის წარმომადგენელს ამ ქვეყანაში, ამ ყველაფერზე ქართული საზოგადოებაც და ჩვენი გუნდიც ერთხმად ვეუბნებით – ასეთი რამ გამორიცხულია“, - განაცხადა გორდულაძემ.
შეგახსენებთ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ გუშინ მიიღო ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული კრიტიკული რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გააუქმოს ფუნდამენტური თავისუფლებების შემზღუდავი კანონმდებლობა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















