დონალდ ტრამპი რასაც ნატო-სთვის აკეთებს, შესანიშნავია, ის აღწევს იმას, რასაც პრეზიდენტები ჯერ კიდევ ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ - აშშ-სა და ევროპას შორის თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას - მარკ რუტე
საქართველო, თბილისი - 17:19 | 07.07.2026 ნანახია: 623
ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე დარწმუნებულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მართალი იყო, როდესაც მოკავშირეებზე თავდაცვითი ხარჯების გაზრდის მიზნით ზეწოლას ახორციელებდა და როდესაც ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო.
ამის შესახებ რუტემ Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა დადებითად შეაფასა ტრამპის პოლიტიკა, რომელიც ხშირად ალიანსის სხვა წევრების უკმაყოფილებას იწვევდა. მათი ნაწილი ეჭვქვეშ აყენებს ტრამპის ერთგულებას ნატოს მიმართ - გრენლანდიის ანექსიის შესახებ მისი განცხადებების, ალიანსის მე-5 მუხლით გათვალისწინებული კოლექტიური თავდაცვის ვალდებულების შესახებ გამოთქმული ეჭვების, სხვა ლიდერების კრიტიკის, გერმანიიდან ამერიკელი სამხედროების ნაწილის გაყვანისა და ევროპაში აშშ-ის სამხედრო ყოფნის გადახედვის გამო.
„ეს ადამიანი უბრალოდ მომწონს. ვფიქრობ, რასაც ის ნატო-სთვის აკეთებს, შესანიშნავი ამბავია. პრეზიდენტი ტრამპი, ფაქტობრივად, აღწევს იმას, რის მიღწევასაც ამერიკის პრეზიდენტები ჯერ კიდევ დუაიტ ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ - აშშ-სა და ევროპას შორის თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას“, - თქვა მან.
რუტეს თქმით, წლევანდელი ნატო-ს სამიტი „ტრანსფორმაციული“ იქნება და კრიტიკულად მნიშვნელოვანი თავდაცვითი პროგრამების დასაფინანსებლად მილიარდობით ევროს გამოყოფას მოიტანს.
მისივე შეფასებით, ევროპული ქვეყნები მნიშვნელოვნად აძლიერებენ საკუთარ სამხედრო შესაძლებლობებს, რათა კონტინენტის დაცვის პასუხისმგებლობის უფრო დიდი ნაწილი საკუთარ თავზე აიღონ.
„თქვენ უნდა ააშენოთ ისეთი ალიანსი, რომელიც მდგრადი იქნება და შესაბამისად, ზედმეტად არ იქნება დამოკიდებული აშშ-ზე - ძლიერი ევროპა ძლიერი ნატო-ს ფარგლებში, სადაც ევროპელები და კანადელები ნამდვილად უფრო აქტიურ როლს აიღებენ. ეს უნდა გავაკეთოთ რუსეთისგან მომდინარე საფრთხის გამო და ჩვენ ვხედავთ, რას აკეთებს რუსეთი უკრაინაში“, --თქვა რუტემ.
მისი თქმით, მიზანია ნატო-ს წევრ ქვეყნებში მცხოვრები დაახლოებით მილიარდი ადამიანის დაცვა „რუსეთისგან მომდინარე საფრთხის, ჩინეთის სამხედრო პოტენციალის მასშტაბური ზრდისა და იმ ფაქტისგან, რომ რუსეთი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი ერთმანეთთან თანამშრომლობენ“.
რუტემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უთანხმოებების მიუხედავად, ალიანსი კვლავაც სრულფასოვან პარტნიორობას ინარჩუნებს აშშ-თან.
„ვფიქრობ, პრეზიდენტი მართალია, როდესაც ცალკეულ შემთხვევებში სამართლიანად გამოხატავს იმედგაცრუებას, თუმცა თუ ევროპელების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მთლიანობაში შევხედავთ, ეს მართლაც ძალიან მასშტაბურია“, - განაცხადა მან.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















