როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
საქართველო, თბილისი - 18:47 | 02.07.2026 ნანახია: 831
მასშტაბურმა ტექნოლოგიურმა კონფერენციამ, Change Inspire-მა, საქართველოში საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები, ბიზნესლიდერები და ნოვატორები წელსაც გააერთიანა. „თეგეტა ჰოლდინგი“, როგორც ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი კომპანია ქვეყანაში, ღონისძიების პარტნიორი იყო, „ცვლილებების კატალიზატორის“ სტატუსით. კომპანიის წარმომადგენლებმა კონფერენციაზე ხელოვნური ინტელექტისა (AI) და მონაცემებზე დაფუძნებული ტექნოლოგიების პრაქტიკული გამოყენების შესახებ საკუთარი ხედვა და გამოცდილება გააზიარეს.
HT Solutions-ის ორგანიზებით გამართულმა Change Inspire 2026-მა, Pullman Tbilisi Axis Towers-ში, 1 000-ზე მეტ მონაწილეს, 50-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო სპიკერსა და ტექნოლოგიური ეკოსისტემის წევრებს უმასპინძლა, მათ შორის ისეთი კომპანიებიდან, როგორებიცაა NVIDIA, Google, Amazon და Microsoft. კონფერენციაზე „თეგეტადან“ ორი სპიკერი წარდგა: კომპანიის ტექნოლოგიური დირექტორი ბექა ციცქიშვილი და ციფრული ტრანსფორმაციის ხელმძღვანელი ნიკა კოხოძე.

Change Inspire 2026-ის მთავარ სცენაზე საკუთარი ხედვა გააზიარა „თეგეტას“ ციფრული ტრანსფორმაციის ხელმძღვანელმა ნიკა კოხოძემ, რომელმაც ისაუბრა თემაზე - „რეაქტიულიდან პროგნოზირებად მიდგომამდე, ავტომობილის პერსონალიზებული მოვლის მომავალი“.
ნიკა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ ციფრული ტრანსფორმაციის ლიდი: „ავტოსერვისი მხოლოდ პრობლემაზე რეაგირებით აღარ შემოიფარგლება. მონაცემები და AI გვაძლევს შესაძლებლობას, ავტომობილების ტექნიკური საჭიროებები მანამ დავინახოთ, სანამ ისინი პრობლემად იქცევა. სწორედ ასეთ მიდგომაზე შენდება უფრო ეფექტიანი მომსახურება და მომხმარებლის პერსონალიზებული გამოცდილება. ამ ხედვის პრაქტიკაში გადმოტანაზე „თეგეტა“ აქტიურად მუშაობს, რადგან გვჯერა, რომ ავტოსერვისის მომავალი სწორედ პროგნოზირებად და მონაცემებზე დაფუძნებულ მიდგომებზეა აგებული. ამგვარი მიდგომა ამცირებს გაუთვალისწინებელი დაზიანებებისა და ხარჯების რისკს, აუმჯობესებს მომსახურების ხარისხსა და ავტომობილების მფლობელთა გამოცდილებას“.
ბექა ციცქიშვილმა კი Tech Stage-ზე აუდიტორიის წინაშე ისაუბრა თემაზე - „სერვისცენტრიდან ინტელექტუალურ ცენტრამდე: როგორ გარდაქმნის AI ავტომობილის ფლობის გამოცდილებას“. „თეგეტას“ ტექნოლოგიურმა დირექტორმა გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა როგორც მომსახურების პროცესების ავტომატიზაციაზე, ისე ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემების გამოყენებაზე მომხმარებლის საჭიროებების უკეთ გასააზრებლად და უფრო სწრაფი, ეფექტიანი გადაწყვეტილებების მისაღებად.

ბექა ციცქიშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ ტექნოლოგიების მთავარი ოფიცერი: „ხელოვნური ინტელექტი ავტომობილების ინდუსტრიაში აღარ არის მომავლის კონცეფცია - ის უკვე ცვლის როგორც მომხმარებლის გამოცდილებას, ისე სერვისის მიწოდების მოდელს. ჩვენი მიზანია, ტექნოლოგიები ყოველდღიურ მომსახურებაში ისე დავნერგოთ, რომ ავტომობილის ფლობა უფრო მარტივი, პროგნოზირებადი და კომფორტული გახდეს“.
„თეგეტასთვის“ მსგავსი საერთაშორისო ტექნოლოგიური პლატფორმების მხარდაჭერა გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია. კომპანია უკვე წლებია, ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით პროექტებს აქტიურად ახორციელებს: ავითარებს AI-სა და მონაცემებზე დაფუძნებულ სერვისებს, ციფრულ პროდუქტებსა და თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს, რათა მომხმარებელს უფრო სწრაფი, ზუსტი და პერსონალიზებული მომსახურება შესთავაზოს.

სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილი იყო Change Inspire 2026-ში მონაწილეობაც. კონფერენციაზე წარმოდგენილი ორი თემა ასახავს იმ მიმართულებებს, რომლებზეც „თეგეტა“ ამჟამად მუშაობს - AI-ს პრაქტიკული გამოყენება, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები და მომხმარებლის გამოცდილების უწყვეტი გაუმჯობესება. კომპანიისთვის მსგავსი ღონისძიებები წარმოადგენს შესაძლებლობას, გააზიაროს საკუთარი ცოდნა, გაეცნოს საერთაშორისო პრაქტიკას და ხელი შეუწყოს საქართველოში ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას.
--
„თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















