სიძულვილის ენამ იკლო, რეციდივისტებს ალბათ არაფერი ეშველებათ, მაგრამ მათზე აყოლილები დაფიქრდებიან და დაუბრუნდებიან ქართულ კულტურას, სწორედ ეს არის ბაზისი ევროპული კულტურის - შალვა პაპუაშვილი

საქართველო, თბილისი - 14:17 | 07.07.2026
ნანახია: 29

ვფიქრობ, საზოგადოებაც ამჩნევს, რომ, განსაკუთრებით სოციალურ მედიაში, სიძულვილის ენამ იკლო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპულობა არ არის ლანძღვა-გინება, რაც ბოლო პერიოდში სწორედ ასე იყო აღქმული.

„ჩვენ გვყავს გამოუსწორებელი რეციდივისტები, მლანძღველები, მაგინებლები, რომელთაც არაფერი გამოასწორებთ, მათი ნირია ასეთი – უნდა იძალადონ ვერბალურად თუ ფიზიკურად, უნდა ილანძღონ, ეს არის მათი დავალება, რომელსაც იღებენ, რომ ქვეყანა არიონ. რეციდივისტებს ალბათ არაფერი ეშველებათ. სამწუხაროდ, ამას მიაღწიეს საქართველოში ზოგიერთმა ევროპელმა წარმომადგენლებმა, რომ ლანღვა-გინება და უხამსობა გაიგივებულია ევროპულობასთან. ვფიქრობ, ეს აყოლილი ადამიანები დაფიქრდებიან და დაუბრუნდებიან ქართულ კულტურას, სწორედ ეს არის ბაზისი ევროპული კულტურის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე