გერმანიის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

საქართველო, თბილისი - 12:02 | 21.11.2023
ნანახია: 1308

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა. ის კიევში მატარებლით სამშაბათს 21 ნოემბერს დილით ჩავიდა.

გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ვიზიტის მიზანია უკრაინისადმი ბერლინის მხარდაჭერის დადასტურება. ვიზიტის მთავარი თემა უკრაინელი ჯარისკაცების მომზადება და კიევისთვის სამხედრო დახმარება იქნება.

დღის მეორე ნახევარში პისტორიუსი უკრაინელ კოლეგას რუსტემ უმეროვსა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. პისტოტიუსი ასევე ეწვევა  უკრაინის სამხედრო სასწავლო ცენტრს.

ეს პისტორიუსის მეორე ვიზიტია კიევში გერმანიის თავდაცვის მინისტრის რანგში. წინა მისი ვიზიტი თებერვალში იყო.

შეგახსენებთ, კიევში გუშინ, 20 ნოემბერს აშშ-ის თავდცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ჩავიდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე