„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
საქართველო, თბილისი - 18:40 | 18.05.2026 ნანახია: 1155
„გადავასწრებ“, „გავძვრები“, „დამინახავს“, „დამითმობს“, „გამიძლებს“ - ხშირად ამ სიტყვებით იწყება გადაწყვეტილებები, რომლებიც გზაზე მძიმე შედეგებით სრულდება. სწორედ ამ იდეაზე ააგო „თეგეტა ჰოლდინგმა“ საგზაო უსაფრთხოების ახალი კამპანია: „უსაფრთხოებას ნუ ივარაუდებ - გაიარე მეტი უსაფრთხოდ“, რომელიც მაისის განმავლობაში სხვადასხვა ფორმატით გაიშლება და საზოგადოების ყურადღებას გზებზე პასუხისმგებლობიანი ქცევის მნიშვნელობაზე გაამახვილებს.
საგზაო უსაფრთხოება „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. კომპანიაში ამ თემაზე მუშაობა წლებია, სისტემურად მიმდინარეობს. მათ შორის, „თეგეტა“ ყოველწლიურად უერთდება გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალურ კამპანიას.

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების მთავარი ოფიცერი: „თეგეტას“ კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება უსაფრთხოებაა, განსაკუთრებით კი საგზაო უსაფრთხოების მხარდაჭერა. ეს კამპანიაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. გვინდა, საზოგადოებამდე მივიტანოთ სათქმელი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მძიმე შემთხვევების მაჩვენებლები იზრდება.
წელს გადავწყვიტეთ, განსხვავებული და კრეატიული ფორმით შეგვეხსენებინა ადამიანებისთვის, რომ უსაფრთხოება არ უნდა ვივარაუდოთ. ყველაზე სახიფათო სწორედ ის სიტყვებია, რომლებიც გზაზე ხშირად გაგვიელვებს ხოლმე თავში: „გადავასწრებ“, „გავძვრები“ და ა.შ. ამიტომ ჩვენი მთავარი გზავნილიც არის - მეტი რომ გავიაროთ უსაფრთხოდ, უსაფრთხოება არ უნდა ვივარაუდოთ“.

კამპანიის კრეატიულ კონცეფციაზე სააგენტო Joyboy-მ იმუშავა. იდეა კი იმ ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას ეფუძნება, რომელიც ბევრ მძღოლსა თუ ქვეითს აქვს - რომ კონკრეტული საფრთხე მათ არ შეეხებათ და გამონაკლისები სწორედ ისინი იქნებიან. ამის საპირისპიროდ კამპანიის მთავარი გზავნილია: „უსაფრთხოებას ნუ ივარაუდებ - გაიარე მეტი უსაფრთხოდ“.
კამპანია მრავალმხრივ აქტივობებს აერთიანებს - გზებზე განთავსებული ვიზუალური მესიჯებიდან და სპეციალურად შექმნილი ბილბორდებიდან დაწყებული, სოციალური მედიის კომუნიკაციებით, ვიდეორგოლებითა და სხვადასხვა ციფრული პლატფორმისთვის შექმნილი გზავნილებით დასრულებული. მთავარი მიზანი კი ერთია - ადამიანებს შეახსენოს, რომ საჭესთან თითოეული გადაწყვეტილება პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული.
გიორგი კვიტატიანი, კრეატიული სააგენტო Joyboy-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი: „საგზაო უსაფრთხოების წესები პრაქტიკულად ყველამ იცის, თუმცა რეალურ მომენტებში ამ წესებს სათანადო ყურადღება ხშირად არ ეთმობა. ამიტომ გვინდოდა, რაც შეიძლება ღრმა ადამიანური სიმართლე გვეპოვა ამ პრობლემასთან მიმართებით და ისეთი კრეატიული გადაწყვეტა მოგვეძებნა, რომელიც ადამიანს გულგრილს ვერ დატოვებდა. სწორედ ასე მივედით იმ სიტყვებამდე, რომლებსაც ადამიანები ხშირად ცნობიერად თუ ქვეცნობიერად საკუთარ თავს ეუბნებიან -„დამითმობს“, „დამინახავს“. რეალურად ძალიან ბევრი საგზაო შემთხვევა სწორედ ამ სიტყვებით იწყება. კამპანიაში სიტყვები მხოლოდ ტექსტური ელემენტი არ არის - ისინი თავად იქცევიან იმ რისკის სიმბოლოდ, რომელსაც დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები ქმნის“.

ვიზუალებზე დამატებულია სტატისტიკაც, რომელიც ადამიანებს ახსენებს, რომ ეს შემთხვევები გამონაკლისს არ უშვებს და გზაზე პასუხისმგებლობა ყველას თანაბრად ეკისრება. კამპანიის ვიზუალური ნაწილი კონკრეტულ ფრაზებსა და მათ შედეგებს შორის კავშირს უსვამს ხაზს. მაგალითად, ერთ-ერთ გზავნილში გამოყენებულია სიტყვა „დამინახავს“, რომელსაც თან ახლავს შეტყობინება, რომ „ავტომობილის მართვისას მძღოლის ტვინი ინფორმაციის 50%-ს ვერ აღიქვამს“, ხოლო მთავარი მესიჯია - „უსაფრთხოებას ნუ ივარაუდებ“. კიდევ ერთი ვიზუალი სპეციალურად ტექნიკურ გაუმართაობას ეძღვნება და ეფუძნება სიტყვას „გამიძლებს“, რომელიც განსხვავებული კონცეფციით ავტომფლობელებს ისეთ რისკებზე მიუთითებს, როდესაც ავტომობილს გარეგნულად არაფერი ეტყობა, მფლობელები კი მიიჩნევენ, რომ ყველაფერი წესრიგშია, მაშინ როდესაც ყველაზე დიდ პრობლემებს მანქანის „შინაგანი“ გაუმართაობა ქმნის. საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველი მეათე ავარიის მიზეზი მანქანის ტექნიკური გაუმართაობაა. სხვა ვიზუალებში გამოყენებული სიტყვებიც - „დამითმობს“, „გავძვრები“ და „გადავასწრებ“ - კონკრეტულ საგზაო რისკებსა და რეალურ ფაქტებთან არის დაკავშირებული.

კამპანია „ვოლვო ქარ კავკასიას“ მხარდაჭერით მიმდინარეობს - შვედური ბრენდის, რომლის ძირითადი ღირებულება უსაფრთხოებაა და ამ მიმართულებით მაღალი სტანდარტებითა და ინოვაციური მიდგომებით გამოირჩევა.
ეკა კევლიშვილი, „ვოლვო ქარ კავკასიას“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „მიუხედავად იმისა, რომ Volvo მუდმივად იკვლევს ავარიების გამომწვევ მიზეზებს და ყოველ ახალ მოდელში უსაფრთხოების კიდევ უფრო განვითარებულ ტექნოლოგიებს ნერგავს, რომლებიც კამერებისა და რადარის დახმარებით საფრთხის წინასწარ ამოცნობასა და შეჯახების პრევენციაზე მუშაობს, უსაფრთხოების მთავარი საფუძველი მაინც ადამიანის პასუხისმგებლობა რჩება. თანამედროვე ტექნოლოგიებს შეუძლია რისკების შემცირება და კრიტიკულ მომენტებში დახმარება, თუმცა ვერცერთი სისტემა ვერ ჩაანაცვლებს მძღოლისა და ქვეითის გააზრებულ გადაწყვეტილებებს გზაზე. ამიტომაც უსაფრთხოება არ უნდა ვივარაუდოთ - ის ყოველდღიური პასუხისმგებლობაა”.
სწორედ ამიტომ, კამპანიის ფარგლებში, „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში მისული პირველი 100 მომხმარებელი სავალი ნაწილის უფასოდ შემოწმებას შეძლებს, რათა დარწმუნდეს, რომ მისი ავტომობილი ტექნიკურად სრულად გამართული და უსაფრთხოა. ტექნიკური გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაში კი ავტომობილის შეკეთებაში მათ მაღალკვალიფიციური პროფესიონალები დაეხმარებიან. კამპანიის მხარდამჭერია საცხებ-საპოხი მასალების მწარმოებელი ბრენდი Shell-იც, რომლის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში „თეგეტა მოტორსია“.

„თეგეტა ჰოლდინგი“ 30 წელზე მეტია, მომხმარებლებს საერთაშორისო სტანდარტებისა და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ბრენდების პროდუქტებსა და მომსახურებას სთავაზობს. თუმცა კომპანიისთვის უსაფრთხოება მხოლოდ ტექნიკური გამართულობით არ შემოიფარგლება. „თეგეტაში“ მიაჩნიათ, რომ საგზაო უსაფრთხოების კულტურის დანერგვა მძღოლებისა და ქვეითების პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულების გარეშე შეუძლებელია. სწორედ ამიტომ კომპანია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებასა და უსაფრთხო ქცევის ხელშეწყობას სხვადასხვა სოციალური კამპანიითა და საგანმანათლებლო ინიციატივით ცდილობს. „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ კი ამ მიმართულებით კიდევ ერთი მცდელობაა, საზოგადოებას შეახსენოს, რომ გზაზე თითოეულ გადაწყვეტილებას მნიშვნელობა აქვს.
--
„თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















