საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინოვაციური სტატისტიკური ბიზნეს-პროცესის მოდელი შექმნა
საქართველო, თბილისი - 13:41 | 30.09.2015 ნანახია: 2269
ეროვნული ბანკის, ახალი, ინოვაციური სტატისტიკური ბიზნეს-პროცესის მოდელის - სებსტატის დეტალური გაცნობის მიზნით, საქართველოს SWIFT-ის მარკეტინგის მენეჯერი ჯონას ბერგშტრომი ესტუმრა.
სებსტატი, რომლის დანერგვაც წარმატებით მიმდინარეობს საქართველოს საბანკო სისტემაში, უახლოეს მომავალში მნიშვნელოვნად შეცვლის ექსელზე დაფუძნებულ სტატისტიკურ ანგარიშგებას თანამედროვე ვებ-პროგრამებზე აგებული ანგარიშგებით. ასევე, აღნიშნული პროექტი წინგადადგმული ნაბიჯია საბანკო სტატისტიკის წარმოების სფეროში, რაც უზრუნველყოფს ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციის მიღების, ხარისხის კონტროლის, დამუშავებისა და გავრცელების ავტომატიზაციას.
სებსტატის შესახებ სტუმარს დეტალური ინფორმაცია იდეის ავტორმა და პროექტის ხელმძღვანელმა, ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის მონეტარული სტატისტიკის განყოფილების უფროსმა ნანა ასლამაზიშვილმა გააცნო. ჯონას ბერგშტრომის განსაკუთრებული ინტერესი სებსტატის კონცეპტუალურმა გადაწყვეტამ გამოიწვია. SWIFT-ის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ ეს პროექტი დიდი ალბათობით სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკებისთვისაც საინტერესო შეიძლება იყოს და იგი მზადაა თავისი მოსაზრებები გაუზიაროს მათ ამის შესახებ.
ჯონას ბერგშტრომის განცხადებით, SWIFT - ი, რომელიც მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნისა და ტერიტორიის 10800 ფინანსურ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს, ამჟამად გეგმავს თავისი სისტემების განახლებას და ამდენად მონაცემთა მოპოვების სფეროში ცენტრალური ბანკების მოწინავე პრაქტიკის გაცნობა კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ საკითხებზე სასაუბროდ მხარეები სავარაუდოდ წლის ბოლომდე ისევ შეხვდებიან და გააგრძელებენ მუშაობას ამ მიმართულებით.
SWIFT-ი (Society for Worldwide Interbank Financial Telecommunication) ფინანსური ინსტიტუტების მიერ ფინანსური ოპერაციების მიღებისა და გადაცემის საერთაშორისო ქსელია, რომელიც უზრუნველყოფს ოპერაციების განხორციელების უსაფრთხო, სტანდარტიზებულ და საიმედო გარემოს.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















