საქართველომ ევროკავშირთან 2 %-ით მეტი ივაჭრა

საქართველო, თბილისი - 11:36 | 21.09.2015
ნანახია: 2742

2015 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1982 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 413 მლნ. აშშ დოლარი იყო (1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი  1569 მლნ. აშშ დოლარი (2 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 31 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 28 პროცენტი და იმპორტში 32 პროცენტი (2014 წლის იანვარ-აგვისტოში შესაბამისად 26, 21 და 28 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 33 პროცენტი (2014 წლის იანვარ-აგვისტოში 31 პროცენტი). 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე