ნოდარ ხადური საქართველოში ADB-ის მუდმივმოქმედი ოფისის ახალ დირექტორს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 15:02 | 28.09.2015
ნანახია: 1869

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალდანიშნულ მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში იეშიმ ელჰან კაიალთან, (Yesim Elhan-Kayala) რომელიც უფლებამოსილების შესრულებას მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან შეუდგება.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით დაფინანსებულ პროექტებზე, ასევე მიმდინარე პროგრამებზე და თანამშრომლობის ახალ მიმართულებებზე. ფინანსთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ აზიის განვითარების ბანკთან კვლავ გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა, როგორც საბიუჯეტო, ისე ტექნიკური  მხარდაჭერის კუთხით.

როგორც აღინიშნა, ბანკთან გაგრძელდება აქტიური კომუნიკაცია, რათა უახლოეს წლებში, საქართველომ უმასპინძლოს აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოში ADB-ის მუდმივმოქმედი ოფისის ამჟამინდელი დირექტორი ქეით ჯულიანი, რომელსაც ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.   




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე