"საქართველოს ბანკის" ყვარლის ფილიალში მძარცველი შეიჭრა და მძევლები აიყვანა

საქართველო, თბილისი - 16:26 | 09.09.2021
ნანახია: 493

კახეთში, "საქართველოს ბანკის" ყვარლის ფილიალში, სავარაუდოდ, შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ამ დრომდე შენობაში იმყოფება და სავარაუდოდ, მძევლებიც ჰყავს აყვანილი.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.

"თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს - დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე