ავსტრალიელი შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

საქართველო, თბილისი - 16:10 | 08.09.2021
ნანახია: 569

ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე 1988 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად გაავრცელა.

შსს-მ ნივთმტკიცების სახით მკვლელობის იარაღი, დანა ამოიღო.

მკვლელობაში ბრალდებული 33 წლის მოქალაქე, მიმდინარე წლის 8 სექტემბერს თბილისში დააკავეს. მას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე