სოფელ ბადიაურში ქალისთვის სატელეფონო შეტყობინებების გაგზავნის გამო კაცი დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 22:04 | 25.08.2021
ნანახია: 564

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში კაცი დაჭრეს. შუახნის კაცს ჭრილობა სანადირო თოფიდან გასროლით მიაყენეს.  ის კლინიკაშია გადაყვანილი. დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი სავარაუდოდ ერთ-ერთ ქალს, სმს შეტყობინებებს უგზავნიდა, რასაც ქალის ახლობლებთან კონფლიქტი მოჰყვა. სავარაუდო ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე