ვანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 21 წლის ორსული ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 21:17 | 24.08.2021
ნანახია: 557

ვანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 21 წლის ორსული ემსხვერპლა. სოფელ ციხესულორთან ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად ნანუკა დვალიშვილი და მისი მუცლადმყოფი შვილი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე