ბათუმში 60 წლამდე კაცი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 10:22 | 22.07.2021
ნანახია: 574

გუშინ ღამით, დაახლობით 23:00 საათზე ბათუმში მკლელობა მოხდა. TV25.GE-ის ინფორმაციით, მოკლულია 60 წლამდე კაცი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განაცხადეს, რომ ადგილზე მისულ ჯგუფს კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

შემთხვევა ძველი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ამ დროისთვის უცნობია მკვლელობის მოტივი.

სავარაუდოდ, გარდაცვლილია კერძო დაცვის სამსახურის თანამშრომელი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე