მარნეულში ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიმამრი მოკლა, დაჭრა კიდევ ორი ადამიანი

საქართველო, თბილისი - 11:06 | 21.07.2021
ნანახია: 483

მარნეულში ორი ადამიანი მოკლეს, ორი კი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ყოფილი მეუღლე და სიმამრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ცოლის ძმა და სიდედრი კი მძიმედ დაჭრა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. შემთხვევა გუშინ საღამოს მარნეულის რაიონის სოფელ ზემო სარალში მოხდა.  

მოკლული ქალი 27 წლის იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარზე ერთი პირია დაკავებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე