პირს, რომელმაც, შსს-ს მტკიცებით, ლექსო ლაშქარავას ჰეროინი მიჰყიდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

საქართველო, თბილისი - 17:51 | 19.07.2021
ნანახია: 480

ფამილ ალიევს, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, გარდაცვლილ ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას და მასთან ერთად მყოფ პირებს ჰეროინი მიჰყიდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა გასაღებას ედავებიან.

დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახედ 5000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ალიევს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 12 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე