ლექსო ლაშქარავაზე თავდასხმაში ბრალდებულ დავით კუტალაძეს პატიმრობა შეეფარდა

საქართველო, თბილისი - 18:38 | 13.07.2021
ნანახია: 1043

ლექსო ლაშქარავას მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო დევნისა და ძალადობის საქმეზე დაკავებულ დავით კუტალაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.

პროკურატურამ „ტვ პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დავით კუტალაძისთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.

პროკურატურამ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტზე ბრალდება დავით კუტალაძეს დღეს წარუდგინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე