ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩენილია ნარკოტიკული საშუალებები - შსს

საქართველო, თბილისი - 21:20 | 12.07.2021
ნანახია: 618

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტვ პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები.

"შსს-ს თანამშრომლებმა 200-ზე მეტი საგამოძიებო ოპერაცია ჩაატარეს. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები - მორფინი, კოდეინი, ტეტრაჰიოკარაბინოლი, გაბაპენტინი. ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი შეიძლება გამხადარიყო აღნიშნული საშუალებებით ზედოზირება,"- განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე