სამი წლის განმავლობაში ვახერხებდი, რომ ასეთი უბედურება არ მომხდარიყო და ჟურნალისტების ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ არ დამდგარიყო - გახარია

საქართველო, თბილისი - 13:33 | 10.07.2021
ნანახია: 569

შს მინისტრიც ვიყავი, პრემიერიც და მოვახერხე ის, რომ გამოხატვის თავისუფლებაც დაცული იყო ამ ქვეყანაში და ჟურნალისტების ჯანმრთელობა მასობრივად საფრთხის ქვეშ არ მდგარა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა 5 ივლისის ძალადობრივი აქციის შეფასებისას.

„შს მინისტრიც ვიყავი, პრემიერიც ვიყავი და ერთი და იგივე ხდება ყოველწლიურად, მაგრამ სამივე წლის განმავლობაში მოვახერხე ისე, რომ გამოხატვის თავისუფლებაც დაცული იყო ამ ქვეყანაში, ცემა-ტყეპა და ეს უბედურება რაც მოხდა, ესეც არ მომხდარა, ჩვენს მოქალაქეებს საერთოდ არ უგრძვნიათ და ჟურნალისტების ჯანმრთელობა მასობრივად საფრთხის ქვეშ არ მდგარა. რაღაცნაირად მე ამას ვახერხებდი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე