ორჯერ აცრილებში კოვიდით სიკვდილიანობა არ გვქონია - გამყრელიძე

საქართველო, თბილისი - 16:26 | 06.07.2021
ნანახია: 468

მთავარია, რომ ორჯერ აცრილებში კოვიდით სიკვდილიანობა არ გვქონია, -  ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.

 

“15 მარტის შემდეგ, რაც აცრები დავიწყეთ, კოვიდით გარდაცვლილია 1 668 ადამიანი და მათგან 1 664 არ იყო ვაქცინირებული, ანუ 98.6% გარდაცვლილების არ იყო ვაქცინირებული.

ერთჯერადი აცრის შემდეგ დაინფიცირდა სადღაც 0.8%, ორჯერადი აცრის შემდეგ - დაახლოებით 0.3%. მთავარია, რომ ორჯერ აცრილებში კოვიდით სიკვდილიანობა არ გვქონია”, - თქვა გამყრელიძემ.  


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე