მე რომ დავაკონტრაქტე, იმ ვაქცინებით იცრება ხალხი, ახალი არაფერი შემოსულა - გახარია

საქართველო, თბილისი - 22:11 | 25.06.2021
ნანახია: 797

პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ ამერიკის ხმასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დღეს საქართველოს მოქალაქეები მისი პრემიერობის დროს გაფორმებული კონტრაქტების შედეგად მიღებული ვაქცინებით იცრებიან.

"დღეს, იცით, რა ვაქცინებია დარჩენილი და რითი იცრება საქართველოში ხალხი? აი, მე რომ მოველაპარაკე და დავაკონტრაქტე, იმ ვაქცინებით იცრება ხალხი, ახალი არაფერი შემოსულა - ეს გავაკეთე და უფრო მეტს გავაკეთებდი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამაზე მე და თქვენ უნდა ვილაპარაკოთ", - თქვა გახარიამ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე