ღარიბაშვილისთვის მოვიტანეთ უფასო სასადილოს საჭმელი. ველოდები სადილზე, რომ გავასინჯო - გიორგი ვაშაძე

საქართველო, თბილისი - 19:29 | 25.06.2021
ნანახია: 876

სტრატეგია აღმაშენებლის წევრებმა პარლამენტში უფასო სასადილოდან ერთი ბენეფიციარისთვის განკუთვნილი საკვების ულუფა მიიტანეს. პარტიის სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა თეონა ჭალიძემ მედიის საშუალებით მიმართა პრემიერს და ელისო ბოლქვაძეს, რომელიც ქვეყანაში, სიღარიბეზე გაკეთებული განცხადებებით გამოირჩევა და სადილზე მიიწვია.

სტრატეგია აღმაშენებლის თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა. "პრემიერ ღარიბაშვილისთვის მოვიტანეთ უფასო სასადილოს საჭმელი.
ველოდები სადილზე, რომ გავასინჯო, რისი ჭამა უწევთ ყოველდღიურად მშიერ ადამიანებს!" - დაწერა ფეისბუქზე გიორგი ვაშაძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე