თუ ხართ მზად, ღირსების მარშზე მიხვიდეთ და მხარი დაუჭიროთ? - თამარ კორძაია ღარიბაშვილს

საქართველო, თბილისი - 18:00 | 25.06.2021
ნანახია: 769

თუ გრძნობთ, რომ თქვენი მისვლა თბილისი პრაიდის ღირსების მარშზე უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას? ასე მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ პრემიერ მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში, სადც პრემიერს უსმენენ.

"5 ივლისის აქცია ახსენეს აქ. პერსონალურად თქვენ თუ გრძნობთ, როგორც პრემიერმინისტრი, იმას, რომ თქვენი მისვლა თბილისი პრაიდის ღირსების მარშზე უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას ჭეშმარიტად? თუ ხართ მზად, მიხვიდეთ და მხარი დაუჭიროთ მათ?", - მიმართა კორძაიამ ღარიბაშვილს.

5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, ღირსების მარში გაიმართება. ჰომოფობიური, ნეოფაშისტური ჯგუფები კი ამავე დღეს შეკრებას და ღირსების მარშის ჩაშლას აანონსებენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე